უცხოური პრესა 22.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1662485
უცხოური პრესა 22.06.2021

ალ-დუსტური (იორდანიული გაზეთი): ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და ლიკუდის პარტიის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუ წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ პარტიის რიგებშიც

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი:  გაეროს სპეციალური წარმომადგენელი შეიარაღებული კონფლიქტებისა და ბავშვების საკითხებში ვირჯინია გამბა: "პალესტინელ ბავშვებსაც აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების უფლება."

კატარული ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებაზე გადავა

გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: კოვიდ-19: ინფექციის რაოდენობის სწრაფად კლების მიუხედავად, გერმანიაში დელტას ვარიანტის გავრელება  შეშფოთებას იწვევს

დოიჩე ველე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თურქეთს, რომელიც სამ მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს მასპინძლობს, უნდა გაუგრძელონ ფინანსური დახმარება და განაახლონ მასთან ლტოლვილთა ხელშეკრულება

ველტ.დე: მეცნიერები  აღნიშნავენ ელექტრომობილებში კლიმატური პირობების არასათანადო გაანგარიშებაზე, თუმცა, იქვე მიუთითებენ, რომ აქ მთავარი და  მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის წყარო

ესპანური ელ-პაისი: კოვიდ-19: ესპანეთს მართალია დასაწყობებული აქვს სამი მილიონი დოზა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ ასრულებს ივნისის გეგმებს

ლა ვანგარდია: ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, 9 პატიმარი კატალონიელი პოლიტიკოსისათვის ამნისტიის გადაწყვეტილების მიღებით, მიზნად ისახავს კატალონიასა და ესპანეთს შორის ახალი ეპოქის დაწყებას

ინფობაე (არგენტინა): პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის დაპატიმრების შემდეგ, გაერომ ნიკარაგუის პრეზიდენტ  დანიელ ორტეგას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს კიბერ შეტევებს, მაშინ, აშშ-იც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, კონტრშეტევებს განახორციელებს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ევროკავშირმა გააფართოვა სანქციები ბელორუსიის წინააღმდეგ

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი, იარაღის კონტროლის შესახებ ახალი მოლაპარაკებებისათვის ემზადებიან

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში LRM პარტიის დამარცხების გამო, მაკრონის გეგმები ჩაიშალა

ლე ფიგარო: საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში ახალგაზრდების დაბალი აქტივობის გამო, მთავრობა მათთვის ამზადებს სპეციალურ საკომუნიკაციო კამპანიას

ფრანსე 24: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, კოვიდ-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, პირველი ფაზის სამუშაოები დაასრულა



მსგავსი ინფორმაციები