უცხოური პრესა 14.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1657321
უცხოური პრესა 14.06.2021

კატარული გაზეთი ალ-რაია: საუდის არაბეთი წელს ჰაჯობის მიზნით, უცხოელ პილიგრიმებს არ მიიღებს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პალესტინის პრემიერ მინისტრმა მუჰამედ იშტიემ, ღაზას სექტორის რეკონსტრუქციისათვის მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო

ალ-ვათანი (ომანი): ომანის სასულთნომ, საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს

გერმანული ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ხმელთაშუაზღვა "ევროპის უდიდეს სასაფლაოს" წარმოადგენს

დპა: ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მიიღო

ტაგესშპიგელ.დე: ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდა, რადგან კოალიციამ შესძლო ახალი მთავრობის შექმნა

ფრანგული ლე პარიზიენი: 12 წლიანი ხელისუფლების შემდეგ, ნეთანიაჰუ აღარ წარმოადგენს ისრაელის პრემიერ-მინისტრს

ლე მონდი: საფრანგეთის შტაბის უფროსი, გენერალი ლეკოინტრე გადადგა

ფრანსე 24: ნატოს სამიტი: ალიანსს,  ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი ფურცლის გახსნა სურს

ესპანური ელ პაისი: დიდ შვიდიანთა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ 2022 წელში 1 მილიარდი დოზის კოვიდ-19 ვაქცინას გაასაჩუქრებენ

ლა ვანგუარდია, ესპანეთი: კლიმატური პირობების გამო მიგრაციამ რეკორდულ დონეს მიაღწია. 2020 წელს 40-მდე მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი კერა და მათგან 75%-ი, სწორედ ბუნებრივ კატასტროფებს გაექცა

ტელესური (ვენესუელა): ამერიკის თასი 2021 - სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ტურნირი, ბრაზილია-ვენესუელას მატჩით დაიწყო

რუსული გაზეთი გაზეთი „იზვესტია“: აშშ–ის მიერ  რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენაზე დაწესებული აკრძალვა, დღეიდან შედის ძალაში

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეუცვლელი პოზიცია, მისი პირადული ხასიათის თვისებას მიაწერა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: 17 ივნისიდან დაწყებული, სანკტ-პეტერბურგში საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება



მსგავსი ინფორმაციები