უცხოური პრესა 05.05.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1634290
უცხოური პრესა 05.05.2021

ალ-ჯაზირა (კატარის ტელევიზია): პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდულაზიზმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები

ალ-დუსტური (იორდანიის გაზეთი): ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ამერიკელი პოლიციელი დერეკ შოვინი, აფრიკული წარმოშობის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ითხოვს განმეორებით გასამართლებას

გერმანული საინფორმაციო სააგენტო ნექს24: თურქეთმა წარმატებით გამოსცადა საკუთარი წარმოების საჰაერო თავდაცვის რაკეტა HİSAR-A/ჰისარ-ა

დოიჩე ველე: კორონავირუსი: გერმანიის მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადი უფლებების დაბრუნებას იმათთვის, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს და კიდევ იმათთვის, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ

ელ მუნდო (ესპანეთი): სახალხო პარტიამ (PP) მიაღწია ისტორიულ გამარჯვებას, რადგან, მან პირველად მოიგო რეგიონალური არჩევნები დედაქალაქ მადრიდში

ელ პაისი: მადრიდის ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენეების მარცხის შემდეგ, Unidas Podemos პარტიის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს პოლიტიკას

ტელესური (ვენესუელა): კოლუმბიაში, 28 აპრილიდან დაწყებულ საგადასახადო რეფორმების საწინააღმდეგო დემონსტრაციებში, უკვე 19 ადამიანი დაიღუპა

ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: ევროპის მოსახლეობის მეოთხედმა პირველი აცრა ჩაიტარეს, აშშ-მაც დააჩქარა ვაქცინაციის კამპანია

ლე მონდი: ეგვიპტე ადასტურებს, რომ საფრანგეთისგან შეიძინა 30 ერთეული Rafale/რაფალეს ტიპის გამანადგურებელი

ფრანსე 24: საფრანგეთში, კოვიდ-19–ის წინააღმდეგ ამ კვირაში 3 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: პენტაგონმა რუსეთი დაადანაშაულა სირიის კრიზისის მოგვარების მექანიზმის დარღვევაში

გაზეთი კომმესანტი: რუსეთის სახელმწიფო ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტრი "Вестор/ვექტორი" ახორციელებს "EpiVakKorona/ეპივაქკორონა" ვაქცინის კლინიკურ კვლევებს, რომელიც უნდა გაკეთდეს სამ დოზაში



მსგავსი ინფორმაციები