უცხოური პრესა 04.05.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1633433
უცხოური პრესა 04.05.2021

იორდანიის გაზეთი ალ-დუსტური: ისრაელის ფლოტის კუთვნილმა სამხედრო კატარღებმა, ღაზას სანაპიროებზე მცურავ პალესტინელების კუთვნილ  თევზსაჭერ ნავებს ცეცხლი გაუხსნეს

 ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც ვირჯინიის შტატში მოქმედ ამ სააგენტოს შტაბში ფარულად შეღწევას ცდილობდა

კატარულიალ-რაია: სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

ფრანგული ლე მონდი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვეღარ გაუძლო კრიტიკებს და  მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 62 50000-მდე გაზარდა

ლე ფიგარო: ისევ დადგა დღის წესრიგში შესაძლებლობა, რომ კოვიდ-19 ლაბორატორიიდან  გავრცელდა

ბლგიური ლე სუარი: ევროპული წესები მოგზაურობის შესახებ და კოვიდ-19-ის საკითხი, კიდევ უფრო რთულდება

ესპანური ელ პაისი: ესპანეთმა მიაღწია თავის პირველ მიზანს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის საკითხში: უკვე 5 მილიონი ადამიანი აცრილ იქნა ორი დოზით

ელ მუნდო: მადრიდის რეგიონის ადგილობრივი არჩევნებისათვის მიღებული კოვიდ-19-ის ზომები: 7.700 პოლიციელი, 5 მილიონი ნიღაბი და 45 ათასი ვიზატორი

ტელესური (ვენესუელა): აშშ-ი  ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს გაყოფილ ემიგრანტ ოჯახებს, აერთიანებს

გერმანული პორტალი ველტ.დე: მსოფლიოში ცნობილი ოქტომბრის ფესტივალი, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნხენში ყოველ წელს აღინიშნება, კოვიდ-19-ის გამო წელს არ გაიმართება

სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის მთავრობა გეგმავს გამონაკლისებს მათთვის, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთა

დოიჩე ველე: მოგზაურობა გერმანიაში: რეგისტრირებულებთან ერთად, არარეგისტრირებული ვაქცინებით აცრილთა მოგზაურობაც შეფასდება

რუსული გაზეთი “რუსეთი დღეს“: რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა მარია ზაჰაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ ხედავს SWIFT–ის სისტემიდან (უზრუნველყოფს ბანკებს შორის ელექტრონული სახსრების გადარიცხვის სტანდარტებს) მისი გარიცხვის შესაძლებლობას, ამიტომ, მიმდინარეობს კვლევები მისგან გამომდინარე რისკებისა და პოტენციური ზარალის შესამცირებლად

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: სომხეთის მთავარმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა სახელმწიფოს მეთაურის ორმაგი მოქალაქეობის გამო. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა  საზოგადოებას დაუმალა ბრიტანეთის მოქალაქეობა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრები, პლენარულ სხდომაზე  რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები