უცხოური პრესა 30.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1631203
უცხოური პრესა 30.04.2021

ფრანგული ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ, ეტაპობრივად მოიხსნება 3 მაისიდან 30 ივნისამდე

ლე პარიზიენი: კოვიდ-19: ინდური ვარიანტის "პირველი შემთხვევა", საფრანგეთშიც აღმოაჩინეს

ლე მონდი: საფრანგეთმა  სანქციები დააწესა იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ადანაშაულებს ლიბანის პოლიტიკურ ჩიხის მოუგვარებლობაში

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი: ”ჩვენ, ოკუპირებული იერუსალიმის გარეშე არჩევნებს არ ჩავატარებთ.”

ალ-დუსტური (იორდანია): სავარაუდოდ, აშშ-ი და ირანი, რამდენიმე კვირაში ბირთვულ შეთანხმებაზე კონსენსუსს მიაღწევენ

ალ-რაია (კატარი): გაერომ მოითხოვა, რომ დაქირავებულმა სამხედროებმა ლიბია დატოვონ

გერმანული ჰანდელსბლატი: სამომხმარებლო ფასები - გერმანიაში ინფლაცია იზრდება და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: გერმანიაში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ბიონტეხი, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის დამტკიცებას ითხოვს

დპა: გერმანიის ავიაკომპანია ლუტფრანსამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი ზარალით დაასრულეს

ესპანური ელ პაისი: მილიონზე მეტი ესპანელი ელოდება ასტრაზენეკას მეორე დოზას

ინფობაე (არგენტინა): ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ტურისტებისათვის უფასო PCR ტესტი  და კოვიდის სერთიფიკატი, გამოირიცხოს საკარანტინო პრაქტიკისგან

მილენია (მექსიკა): მექსიკის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების ტესტების ჩამტარებლებისათვის 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯას

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: ევროკავშირის პარლამენტმა დაამტკიცა  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუცია

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: გერმანიამ შეიმუშავა ის ნაბიჯები, რომლსაც ის გადადგამს ნატოსა და რუსეთს შორის შესაძლო ომის შემთხვევაში

საინფორმაციო სააგენტო: ყირგიზეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაჯიკეთის საზღვარზე, ორი ქვეყნის ჯარისკაცებს შორის წარმოქმილ შეტაკებაში 3 ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები