უცხოური პრესა 28.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1629723
უცხოური პრესა 28.04.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს ირანთან "გამორჩეული" ურთიერთობების დამყარება

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): ირანი აშშ-ს მოუწოდებს, მოუხსნას ყველა სანქცია, რომელიც მასზე დაწესდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს

კატარული ტელეარხი ალ ჯაზირა: ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია  ისრაელს რასიზმსა და სისასტიკეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ბრალდება ემყარება მტკიცებულებებს

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიაში, ქალაქ ჰეილბრონის საკრებულომ თანხმობა არ მისცა მეჩეთის მშენებლობა, რომლის აშენებას თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველო ცდილობს ბოლო 7 წლის განმავლობაში

ფრანკფურტერ რუნდშაუ: რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გერმანიაში ერთი ტელეარხის გახსნა. რა მიზანს ისახავს ამით პუტინი?

ბილდ.დე: გერმანიაში ნიღბების სკანდალი იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს სიის მიხედვით, 40 პარლამენტარს ადანაშაულებენ ნიღბების კორუფციაში

ესპანური ელ-პაისი: ბურკინა ფასოში ორი ესპანელი ჟურნალისტი მოკლეს

ელ მუნდო:  მადრიდის ავტონომიური მთავრობის პრეზიდენტმა იზაბელ დიაზ აიუზომ, 4 მაისისათვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ,  შესძლო მემარჯვენეების ხმების გადაბირება და ამიტომ კვლავ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას და შესძლებს სავარძელის შენარჩუნებას

ტელესური (ვენესუელა): ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი არისტობულო ისტირიზი გარდაიცვალა

ფრანგული ლე მონდი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინდოეთში გავრცელებული კოვიდ-19 მუტაცია მინიმუმ 17 ქვეყანაშია დაფიქსირებული

ლე ფიგარო: თადარიგში მყოფი სამხედროების მხრიდან საფრანგეთის დაყოფის წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა სტატიამ, დიდი პოლიტიკური დებატები გამოიწვია

ლე მატინი (შვეიცარია): აშშ-ში, კიდევ ერთმა პოლიციელმა, აფრიკული წარმოშობის ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ თუ მოსკოვი არ გადადგამს დაძაბულობის გაზრდის ნაბიჯებს, მაშინ შესაძლებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება

გაზეთი "კომერსანტი": რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი: "უკრაინასა და დონბასს შორის ომი შეიძლება თავიდან იქნას აცილებული"

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთმა, ანტიმონოპოლური კანონის დარღვევისთვის Apple  12 მილიარდი დოლარით დააჯარიმა



მსგავსი ინფორმაციები