უცხოური პრესა 14.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1620902
უცხოური პრესა 14.04.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: საფრანგეთში, კორონავირუსის გამო გამოცხადებული პირველი ლოქდაუნის პერიოდში, თავიდან აიცილეს 2300 ადამიანის,  ჰაერის დაბინძურების გამო, გარდაცვალება

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ რამაზანი მშვიდობის თვეა. ბერლინის ეპისკოპოსებმა ხაზი გაუსვეს ყურანში მარხვისა და თანაგრძნობის მნიშვნელობაზე

ომანური ვათანი: აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის ის უპირობოდ გაიყვანს აშშ-ის ყველა ძალებს ავღანეთიდან

კატარული ალ ჯაზირა: ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანისთან სატელეფონო საუბრისას თქვა: ”რეგიონში არსებული კრიზისების მოგვარება მიღწეულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის გზით.”

იორდანიული ალ-დუსტური: ჩინეთში H5N6 ფრინველის გრიპი მძვინვარებს

გერმანული დიე ზეიტი: უკრაინის კრიზისი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მესამე ქვეყანაში სამიტის გამართვა შესთავაზა

დიე ველტი: ინფექციის დაცვის აქტი: ფედერალური მთავრობა ამტკიცებს სავალდებულო საავარიო მუხრუჭს მთელი გერმანიისთვის

ესპანური ელ-პაისი: აშშ-ის მხრიდან Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ბელგიურმა კომპანია იანსენმა, რომელიც აწრამოებს ხსენებულ ვაქცინას, გადადო კოვიდ-19 ვაქცინის ევროპაში განაწილება

მექსიკური ლა ჯორნადა: მექსიკის პრეზიდენტი ლოპეს ობრადორი: ”მე არ ვენდობი ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო ორგანოს.”

ელ კომერსიო (პერუ): პერუში ჩატარებულ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა პარტია “თავისუფალი პერუს“ ლიდერმა, პედრო კასტილომ

რუსული საინფორმაციო პორტალი გაზეტა.რუ: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუს კოლეგა  ვლადიმერ პუტინს, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხების ნორმალიზება შესთავაზა

გაზეთი კომერსანტი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”თუ SWIFT–ის სისტემიდან გაგვაგდებენ, მაშინ, ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ალტერნატივებს.“

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის თხოვნა ყურანის წაკითხვის შესახებ. კადიროვის თანახმად, ნავალნი, რომელიც ანტი-ისლამური პოზიციით არის ცნობილი,  ყურანს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს



მსგავსი ინფორმაციები