უცხოური პრესა 08.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1617070
უცხოური პრესა 08.04.2021

გერმანული პორტალი ბილდ.დე: 18 წლის გერმანელი ახალგაზრდა, რომლის ქონება 3,5 მილიარდი დოლარი გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რიცხვში შევიდა

 ინტერნეტ გამოცემა შპიგელ.დე: მომავალში პანდემიების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებმა  მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიმუშავეს

ესპანური გაზეთი ელ პაისი: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო და პროვინციების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებზე  გამოიყენებენ

ლა ვანგუარდია: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, აფრიკის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ანგოლას და სენეგალს ეწვია

არგენტინული ინფობაე: არგენტინის მთავრობის ახალი ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: სოციალური ღონისძიებების გაუქმება, რესტორნების და ბარის დახურვა, კომენდანტის საათის დაწესება

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-მა პალესტინელების დასახმარებლად  235 მილიონი დოლარი გამოყო

კატარული ალ ჯაზირა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ მზად ვართ მოვუხსნათ სანქციები ირანს, მაგრამ ბირთვული მოლაპარაკებები რთული იქნება

ალ-დუსტური (იორდანია): მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად 3,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა და ეპიდემიის განსაკუთრებული გამწვავება იგრძნობა ევროპასა და ბრაზილიაში

ბელგიური ლე სოარი: ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას ვაქცინა გაუკეთდეს მხოლოდ 55 წელს გადაცილებულებს

ფრანგული ფრანსე 24: საფრანგეთმა ოფიციალურად დაიწყო  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების წარმოება

ლე მონდი: საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაცია გმობს მდიდარი ქვეყნების მიერ კორონავირუსის ვაქცინების მონოპოლიზებას

რუსული გაზეთი კომერსანტი: კომერსანტი: რუსეთში, 2021 წლის პირველ კვარტალში, ინდივიდუალური გაკოტრების რიცხვი 81,5%-ით გაიზარდა

საინფორმაციო პორტალი გაზეტა.რუ:  სამართლიანი რუსეთი პარტიამ, საპენსიო ასაკის შემცირების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, დუმას

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა აშშ-ი, რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ბიოლაბორატორიებში, ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში  დაადანაშაულა



მსგავსი ინფორმაციები