უცხოური პრესა 01.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1612616
უცხოური პრესა 01.04.2021

 

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი:  გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა შეაქო ომანის შუამავლობა იემენის საკითხში და ხაზი გაუსვა კრიზისის დასრულების მნიშვნელობას

კატარული ალ-ჯაზირა: ევროპის 18 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, სირიაში "სამხედრო დანაშაულები" დაუსჯელი არ დარჩება

ვათანი (ომანი): კატარმა დაგმო სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობა

გერმანული დოიჩე ველე: გლობალური პროდუქციით ვაჭრობა, პროგნოზებზე უფრო სწრაფად აღდგება

დერ შპიგელი: გერმანიაში, ბოლო საკანონმდებლო პერიოდში, 18 დეპუტატის იმუნიტეტი მოხსნეს

ტაგესშაუ: ევროკავშირის ქვეყნები ვერ ასრულებენ ვაქცინაციის მიზნებს

ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღიარა კრიზისების მართვაში "შეცდომების დაშვება."

ლე პარიზიენი: კოვიდ-19 ვაქცინა:  ემანუელ მაკრონის მიერ შედგენილმა აქცინაციის კალენდარმა, ჯანდაცვის მუშაკები აღაშფოთა

ლე მონდი: მოქალაქეობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მარლენ სკიაპამ სენატში დაადასტურა, რომ  სეკულარიზმის ზედამხედველობის ორგანიზაცია, სხვა სტრუქტურით შეიცვლება

ელ პაისი (ესპანეთი): ევროკავშირი ვერ ასრულებს ვაქცინაციის პირველი კვარტალის  მიზნებს

ინფობაე (არგენტინა): სამხედრო კრიზისი ბრაზილიაში გადაიჭრა. ქვეყნის პრეზიდენტმა იაირ ბოლსონარომ, შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურები დანიშნა

ლა ტერკერა (ჩილე): აშშ-ის ბალტიმორის ქარხანაში დაშვებულმა შეცდომამ,  Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული დაახლოებით 15 მილიონი დოზა კოვიდ-19 ვაქცინის გაფუჭება გამოიწვია

რუსული ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარ ჟოზეფ ბორელმა, სამი ევროპელი დიპლომატის  მოსკოვის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გამოტანილი დეპორტაციის გადაწყვეტილება, გააპროტესტა

საინფორმაციო სააგენტო რეგნიუმი: მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა (როსპოტრებნადზორი) განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია რუსეთის ფედერაციაში შეიძლება აგვისტომდე დასრულდეს

გაზეთი კომერსანტი: აშშ-მა  რუსეთთან, უკრაინის საზღვარზე რუსული არმიის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია განიხილა



მსგავსი ინფორმაციები