უცხოური პრესა 02.02.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1575711
უცხოური პრესა 02.02.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

"ალ-ჯაზირა" (კატარის ტელევიზიის ვებსაიტი): კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანიმ, პრინცესა ნურა ბინტ ფაჰდის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა საუდის არაბეთის მეფეს, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს.

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი "ელ-ქუდსი ელ-არაბი": მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალებით ძალაუფლება ხელში აიღო და დააპატიმრა ქვეყნის ლიდერი. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი სანქციებით დაიმუქრა.

ომანური "ვათანი": თეირანმა დაადასტურა რა ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულების სერიოზულობა, ევროპელებს შუამავლობა სთხოვა ბაიდენის წინაშე, რათა ეს გარიგება გადაარჩინონ.

გერმანული "დოიჩე ველე": საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გერმანიაში ამომრჩეველთა 8%-ს მემარჯვენე შეხედულებები აქვს.

"თაგესშპიგელი": გერმანიის მთავრობა კატეგორიულია “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში.

"ვდრ": გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ზაფხულის ბოლომდე ყველას აცრას ჰპირდება.

ფრანგული "ფიგარო": ევროპაში ახალგაზრდების უმუშევრობა იზრდება.

"ლე პარიზიენი": საფრანგეთში "სეპარატიზმის" შესახებ კანონპროექტი: მთავრობა ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა (მემარჯვენე პარტიები მას ადანაშაულებენ "ისლამიზმის" წინააღმდეგ ბრძოლაში "წინ" წაუსვლელობაში, ხოლო მემარცხენე პარტიები აკრიტიკებენ მისი სოციალური  განზომილების "სისუსტეში.")

"ლე სოარი" (ბელგია): კორონავირუსი: ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.

"ელ პაისი" (ესპანეთი): ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლეიენი: ”კორონავირუსის ახალი შტამების საწინააღმდეგოდ მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინები დასჭირდება.“

"ელ მუნდო": სეპარატისტული კატალონიელი პოლიტიკოსის, ორიოლ ხუნკერასის დარჩენილი პატიმრობის მიმართ "ნაწილობრივი ამნისტიის" შეფარდება დგას დღის წესრიგში.

"კლარინი" (არგენტინა): არგენტინაში ვაქცინაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი": აშშ-ი უკრაინას აქტიურ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას დაპირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ტასსი": აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ მის ქვეყანას რუსეთში მიმდინარე მიტინგებთან არაფერი აქვს საერთო.

გაზეთი "კომერსანტი": მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე 101 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.



მსგავსი ინფორმაციები