უცხოური პრესა 29.01.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1573376
უცხოური პრესა 29.01.2021

გერმანული დოიჩე ველე:  ლტოლვილთა მიმართ მეგობრული პოლიტიკის გამო, 2019 წელს მოკლული კასელის გუბერნატორის, ვალტერ ლუბკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მკვლელ სტეფან ერნსტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

საინფორმაციო პორტალი ზდფ.დე: გერმანიის მთავრობა გეგმავს იმ ქვეყნებიდან მოგზაურობის აკრძალვას, რომლებშიც მუტაციური ვირუსია გავრცელებული

არდ.დე: გერმანიის ვაქცინაციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ AstraZeneca-ს კოვიდ-19 ვაქცინა არ გაუკეთდეს 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ბრიტანეთმა აკრძალა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მგზავრების შესვლა

ომანური ვათანი: გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერესი: ”პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ პალესტინის ხალხის თვითგამორკვევას და დამოუკიდებლობის უფლებას”

ალ-დუსტური (იორდანია): ვაშინგტონი: ”ბირთვულ შეთანხმებაზე დაბრუნება, ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული.”

ალ-რაია (კატარი): ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ  გამოაცხადა, რომ ავღანეთში გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 21%-ით შემცირდა

ლა ტერკერა (ჩილე): ჩილემ მიიღო ჩინეთის სინოვაკის ლაბორატორიებში წარმოებული CoronaVac-ის ვაქცინების პირველი პარტია

ელ მუნდო, (ესპანეთი): ევროკავშირი გადადის მექანიზმზე, რომელიც აკრძალავს ვაქცინების ექსპორტს

 ელ პაისი: კორონავირუსის ეპიდემიის პირველ წელს, ესპანეთში გაუქმდა 622 600 სამუშაო ადგილი, ხოლო უმუშევრობის დონე კი, 16,3%-მდე გაიზარდა

ფრანგული ლე პარიზიენი: გარეუბნები საფრანგეთში: მთავრობა დაპირდა 3,3 მილიარდი ევროს ინვესტიციას

ლე ფიგარო: Barkhane (საფრანგეთის ძალების ოპერაცია საჰარის რეგიონში): აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი პენტაგონი, არ ჰპირდება რაიმე მხარდაჭერას პარიზს

ლე მონდი: საფრანგეთში 2020 წელს, კარანტინებთან ერთად, სექსუალური და ოჯახური ძალადობის გარდა, სხვა დანაშაულები შემცირდა

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პირისპირ განათლებას  7 თებერვლიდან დაუბრუნდებიან

ინტერფაქსი: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომლითაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოები, ცალკეულ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, სანქციების დაწესებას ითვალისწინებენ

რეგნიუმი: Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ცალმხრივად დამოუკიდებლობა გამოხადებულ ორ "რესპუბლიკას", რუსეთში შესლისაკენ მოუწოდებს



მსგავსი ინფორმაციები