უცხოური პრესა 19.01.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1566348
უცხოური პრესა 19.01.2021

გერმანული საინფორმაციო პორტალი ტ-ონლაინე.დე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან ურთიერთობაში ახალ ეპოქას დაიწყებენ

ბილდ.დე: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს შუადღისას შეხვდება პროვინციების პრემიერ-მინისტრებს და განიხილავენ სრული შეზღუდვებისა და კორონას ახალ წესებს

შპიგელ.დე: ექსპერტები, გერმანიის მთავრობას კორონას უფრო მკაცრი ზომების მიღებას სთხოვენ

დოიჩე ველე: ბავარიაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთის მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრმა რეიეს მაროტომ განაცხადა, რომ "ვაქცინის პასპორტის" გაცემა აცრილებისთვის, გააცოცხლებს ტურიზმის მობილობას

ლა ტერკერა (ჩილე): ახალი ტიპის კორონავირუსს, რომელიც ბრაზილიაში დაფიქსირდა, იგივე მუტაცია აქვს, რაც ინგლისსა და სამხრეთ აფრიკაში. ყველა მათგანი უფრო გადამდებია

მექსიკური ელ უნივერსალი: მეხიკოში,  ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებული ახალი ზომების ფარგლებში, რესტორნები გაიხსნა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის მთავრობა თანახმაა პალესტინაში რუსული ვაქცინის შეტანაზე

იორდანიული ელ-დუსტორი: დავოსის სამიტზე თანამედროვე ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს განიხილავენ

ყატარული ალ-რაია:  ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ვაშინგტონი ციხე-სიმაგრედ გადაიქცა

ბელგიური ლე სუარი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Kovid-19-ის გამო მან გააუქმა მოგზაურობის აკრძალვა, რომელიც დაწესებული იყო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე და ბრაზილიაზე. ბაიდენის გუნდმა კი განაცხადა, რომ აკრძალვები გაგრძელდება

ფრანგული ლე მონდი:  ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო უფლებამოსილების დაწყებამდე 48 საათით ადრე, დედაქალაქ ვაშინგტონის ქუჩები და მოედნები ბარიკადებით დაიფარა

ლე მონდე: საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, განთქმული დისნეილენდის პარკის გახსნა, რომელიც კოვიდ-19 ღონისძიების ფარგლებში დაიხურა და 23 თებერვალს უნდა გახსნილიყო, გადაიდო 2 აპრილამდე

რუსული სააგენტო ინტერფაქსი: რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან  რუსეთში დაბრუნდა და დააკავეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, პატიმრობაში დარჩება 15 თებერვლამდე

გაზეთი კომერსანტი: გერმანიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა  ახალი სანქციები დააწესა "ჩრდილოეთ ნაკადი-2" გაზსადენის მიმართ

გაზეთი „იზვესტია“: იტალიის ელჩი მოსკოვში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “Sputnik V“-თი აიცრა და მან აღნიშნა, რომ რაიმე გვერდითი მოვლენები არ აღენიშნა



მსგავსი ინფორმაციები