უცხოური პრესა 21.12.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1549025
უცხოური პრესა 21.12.2020

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის კუთვნილი ელ-ალ საავიაციო კომპანია,პირველ რეისს მაროკოში სამშაბათს შეასრულებს

ალ-რაია ალ-კატარია (კატარული გაზეთი): ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სარაკეტო შეტევა განხორციელდა აშშ-ის საელჩოს მახლობელ შენობაზე

გერმანული დოიჩე ველე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გაამკაცრონ ზომები ახალი ტიპის კორონავირუსის ახლიდან გავრცელების თავიდან ასაცილებლად

ზეიტ ონლაინე: გერმანიამ,  შუაღამის შემდეგ აკრძალა ფრენები ინგლისიდან

ფრანკბურთერ ალგემეინე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ჟან სპაჰნი: ”კორონავირუსის ახალი ტიპი, გერმანიაში  ჯერჯერობით არ გამოვლენილა”

ესპანური ელ პაისი: ევროპამ, ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამისგან თავის დასაცავად, ახალი  მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო

ელ მუნდო: მექსიკაში, დაახლოებით 80.000 ადამიანი, კვლავ იძებნება როგორც დაკარგული

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კვირას, საახალწლო გზავნილი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ვენესუელას ხალხს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს: მშვიდობა და შერიგება

რუსული გაზეთი „იზვესტია“: ყაზახეთში დაიწყო რუსული ვაქცინის, “Sputnik V“-ს წარმოება

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი და ირანის ნავთობის მინისტრი ბიჯენ ნამდარ ზენგენი დღეს შეხვდებიან ერთმანეთს და  ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას განიხილავენ 

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთში ძირითად სურსათზე ფასების ზრდის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ღარიბი მოსახლეობისთვის საკვები რაციონის ბარათების გაცემის წინადადებას აყენებენ

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ-19 ვირუსის ახალი ტიპის გაჩენის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ  ინგლისთან ფრენები  შეაჩერა

ლე ფიგარო: ევროპის მხრიდან დამტკიცების შემდეგ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დიდი ვაქცინაციის კამპანიები დაიწყება

ლიბერასიონი: ახალი კორონავირუსის მუტაციის გამო, საფრანგეთი აჩერებს დიდ ბრიტანეთთან ყველანაირ სატრანსპორტო კავშირებს



მსგავსი ინფორმაციები