უცხოური პრესა 14.12.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1544927
უცხოური პრესა 14.12.2020

გერმანული დოიჩე ველე: აშშ-ის ერთ-ერთ აუქციონის სახლში გასაყიდად გამოტანილი 1700 წლის წინანდელი ანატოლიური ქალღმერთ ქიბელეს ქანდაკება, რომელიც 60 წლის წინ იყო უკანონოდ გატაცებული, თურქეთში დააბრუნეს

საინფორმაციო ვებ საიტი ტაგესშაუ.დე: გერმანია "ისევ იკეტება" - კანცლერი ანგელა მერკელი და პროვინციების პრემიერ მინისტრები შეთანხმდნენ 16 დეკემბრიდან კორონავირუსის გამკაცრებული ზომების შემოღებაზე

შპიგელ.დე: ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა დაწყებითი სკოლებში თავსაბურავის აკრძალვა

ბელგიური ლე სუარი: ბელგიის იუსტიციის მინისტრ კოენ გეენსს სურს უფრო მეტი ჯარიმა დააკისროს უკანონო წვეულებების ორგანიზატორებს

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის პროფკავშირებმა და ასოციაციებმა პარიზში, უსაფრთხოების კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული დემონსტრაციების დროს  თვითნებური დაპატიმრებები მწვავედ დაგმეს

ლე პარიზიენი: იტალიელმა ჟურნალისტმა კორადო აუგიასმა განაცხადა, რომ იგი საფრანგეთის საპატიო მედალს დააბრუნებს (Légion d'honneur) იმ მოტივით, რომ იგი ასევე გადაეცა ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულფეტტა ალ-სისისაც

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ერაყულმა ძალებმა სამხრეთ მოსულში უსაფრთხოების ოპერაციის დროს, ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის 42 წევრი მოკლეს

ყატარული ტელეარხი ელ-ჯეზირე: ერაყის ნავთობის მინისტრი იჰსან აბდულ-ჯაბარი: ”გაზის ახალისაბადოების ასათვისებლად ერაყი ცდილობს უცხოური კომპანიების მოზიდვას

ესპანური ლა ვანგარდია: ექსპერტებმა, კატალონიის რეგიონში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის ნიშნების თაობაზე საზოგადოება გააფრთხილეს

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო: "უკიდურესმა მემარჯვენეებმა  აშშ-ის ზეწოლით, ვენესუელა აცდუნეს"

რუსული როსიისკაია გაზეტა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიზარდა იმ უცხოური დაზვერვის თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც რომლებიც რუსეთის საზღვრების მახლობლად დაფრინავენ

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ჩეჩნეთში რიხტერის შკალით 5,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა



მსგავსი ინფორმაციები