უცხოური მედია 03.12.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1538778
უცხოური მედია 03.12.2020

„არდ.დე“: დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყენა, რომელმაც BioNTech-ის და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

„ველტ.დე“: ფორმულა 1-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი  2021 წლიდან ფორმულა 1-ში იასპარეზებს.

„დოიჩე ველე“: ინტერპოლის გაფრთხილება: „შესაძლებელია კორონავირუსის ვაქცინების მოპარვა და გაყალბით გავრცელება მოხდეს“.

„ალ საბაჰი“: ტუნისი, პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითხოვს.

„ნევსაბაჰი“:  საფრანგეთი: „ლიბანი ვერ მიიღებს საერთაშორისო დახმარებას, სანამ მთავრობა არ ჩამოყალიბდება.“

„ალ რაია“ (კატარი): ახალი ჰორიზონტები კატარისა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში.

„ელ მონდე“: საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი გარდაიცვალა.

„ლე ფიგარო“: შვეიცარია: ლიბერიის ომში (1999-2003) ჩადენილი ბოროტმოქმედების ისტორიული სასამართლო პროცესი.

„ლე სოირი“ (ბელგია): კორონავირუსი: ყოველი სამი ფლამანდურიდან ორი,  ვაქცინაციისთვის მზად არის.

„ელ პაისი“: ესპანეთში პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაიწყო კანონის რეფორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას მოვალეობის  დროს.

„ელ მუნდო“: 2020 წლის ნოემბერი იქნება თარიღი, რომელსაც ესპანეთის სასტუმროების ინდუსტრია დიდხანს დაიმახსოვრებს. დახურვით, შეზღუდვებით და ათიათასობით ადამიანის უმუშევარად დარჩენით.  
„ტელესური“ (ვენესუელა): გაერომ,  ბოლივიაში სასამართლო რეფორმის პროცესში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  
„ლენტა.რუ“: თურქეთმა ყირიმის ოკუპაციის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივაზე უკრაინას მხარი დაუჭირა.

„კომერსანტი“:  რუსეთის ელჩმა აშშ-ში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა განიხილოს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების გაგრძელება.

„რია-ნოვოსტი“: მოსკოვის პასუხი ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბრალდებაზე, რომ რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ძალა ყირიმსა და შავ ზღვაში: „ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება.“

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები