უცხოური პრესა 06.11.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1522874
უცხოური პრესა 06.11.2020

გერმანული პორტალი ვოჩენბლატი.დე: გერმანია  სამხედრო იარაღის ექსპორტს უწევს იმ ქვეყნებს, რომლებშიც ბავშვებს ჯარისკაცებად იყენებენ

საინფორმაციო საიტი ბერლინ.დე: ბერლინის აეროპორტებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში 82%-ით შემცირდა

ველტ.დე: გერმანია,  38 ცალ ახალ Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელს ყიდულობსყატარული

ტელეარხი ალ-ჯაზირა: აშშ-ის ორ პრეზიდენტს შორის, ტრამპი გამარჯვებისკენ არის მიდრეკილი, ხოლო ბაიდენს კი ეჭვი არ ეპარება, რომ თეთრ სახლში ის შევა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ ის  მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებში

იორდანიული ელ-დუსტური: მუსლიმების 69 პროცენტმა, აშშ–ის არჩევნებში ხმა  ბაიდენს მისცა

ომანური ვათანი: პალესტინური წარმოშობის არაბმა ფადი ქუდუამ, ინდიანას სენატის არჩევნებში გაიმარჯვა

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, კორონავირუსის ღონისძიებების ფარგლებში მოქმედი კომენდანტის საათი, შაბათს, 22:00 საათიდან კვლავ გაგრძელდება

ელ მუნდო: ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა, თავისი მრჩევლების ხელფასი გააორმაგა

ტელესური (ვენესუელა): ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავატ ზარიფი, სამუშაო ვიზიტით ეწვია კუბას

ფრანგული  ლე მონდი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: საკვანძო შტატებში კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობაში სხვაობა თანდათან მცირდება

ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ-19: საღამოს 22 საათის შემდეგ, პარიზში ალკოჰოლის გაყიდვა და შეკვეთების მიწოდება აიკრძალა

ლე პარიზიენი: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი: ”თუ საკარანტინო წესები არ იქნება დაცული, მეორე ტალღა უფრო მკაცრი და ხანგრძლივი იქნება”



მსგავსი ინფორმაციები