უცხოური პრესა 05.11.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1522102
უცხოური პრესა 05.11.2020

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ქუვეითელი ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ ნავთობის ფასების შესაძლო გაზრდას აშშ–ის არჩევნების შემდეგ

ყატარული ალ-რაია: ყატარის ფინანსური ცენტრი: ”კერძო სექტორის კომპანიები განაგრძობენ გაუმჯობესებას.”

იორდანიული ელ-დუსტური: იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დეზინფექციისთვის დაიხურა მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა, რომ მრავალი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

ფრანგული ლე მონდე: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ”საფრანგეთი არ ებრძვის ისლამს.”

ლე ფიგარო: ტერორიზმთან ბრძოლა: ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  ავსტრიის დედაქალაქ ვენას ეწვევა

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: ბელგიის კომპანიები იძენენ კოიდ-19-ის სწრაფ ტესტებს, რათა დაიცვან თავიანთი თანამშრომლები

გერმანული პორტალი ბილდ.დე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ხელახლა გადავიდა იზოლაციაში

ტ-ონლაინე: ევროპის ჩემპიონთა ლიგაში სტამბოლურმა კლუბმა ბაშაქშეჰირმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედზე

დოიჩე ველე: ეროპა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალ ზომებს იღებს

ესპანური ელ მუნდო: ”კორონავირუსი: ესპანეთში, სასტუმრო ინდუსტრია დიდი კოლაფსის წინაშე დგას და მას 8,5 მილიონი ევროს დახმარება სჭირდება

ელ პაისი: არიზონაში ლათინური და მექსიკური მოსახლეობის მასიურმა მონაწილეობამ აშშ-ის არჩევნებში, ამ პროვინციის ხელისუფლებაში რადიკალური ცვლილება გამოიწვია

ელ ნასიონალი (ვენესუელა): ევროკავშირი აპირებს ვენესუელას 36 მილიონი დოლარი გამოუყოს, რასაც იგი კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს

რუსული გაზეთი იზვესტია: დისტანციური სწავლება მოსკოვში 6-11 კლასებისთვის, 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის მოსახლეობამ და კერძო სექტორმა  ე.წ. "ბალიშის ქვეშ" რეკორდული თანხა, 12 ტრილიონ რუბლზე მეტი შეინახეს

რეგნიუმის სააგენტო: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკს სურს შეიძინოს ნავთობის საბადო რუსულ მიწაზე. პუტინი პოზიტიურად მიუახლოვდა ამ შეთავაზებას



მსგავსი ინფორმაციები