უცხოური პრესა 03.11.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1520698
უცხოური პრესა 03.11.2020

გერმანული პორტალი ველტ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა, რაც  საგანგაშო მდგომარეობის ტოლფასია

დოიჩე ველე: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბევრს ცდილობს დაეწიოს  კონკურენტ ჯო ბაიდენს, რომელსაც ჩამორჩება საანკეტო გამოკითხვებში

ჰენდელსბლატი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) აღნიშნა, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ კორონავირუსის პერიოდში გაწეული ეკონომიკური წახალისება და დახმარება ნაადრევად შეწყდება

ვათანი (ომანი): სირიის ლტოლვილთა ბანაკში კორონავირუსის გავრცელება ჰუმანიტარული კატასტროფის მაუწყებელია

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): ავსტრიაში თავს დაესხნენ სინაგოგას

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: იორდანია სრულ იზოლაციას იყენებს, რადგან კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანების რიცხვი კატასტოფულად იზრდება

ესპანური ელ პაისი: თურქეთის ქალაქ იზმირში, ძლიერი მიწისძვრიდან  65 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 3 წლის გოგონა-ელიფი, ცოცხლად გამოიყვანეს

ლა ვანგარდია: დაახლოებით 8 თვიანი პაუზის შემდეგ,  ვენესუელამ, საერთაშორისო ფრენები აღადგინა მექსიკასთან, ირანთან, თურქეთთან და დომინიკის რესპუბლიკასთან

ინფობაე (არგენტინა): ქარიშხალი „ეტა“, რომელიც უკვე მე-4 დამანგრეველი წვიმების კატეგორიაში გადავიდა, მიუახლოვდა კარიბის ზღვისპირეთის ქვეყნების, ნიკარაგუასა და ჰონდურასის სანაპიროებს და ცენტრალურ ამერიკას

ფრანგული ლე პარიზიენი: თავდასხმა ვენაში: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ტერორისტების წინაშე ქედს არ მოიხრიან და დათმობაზე არ წავლენ

ლე მონდი:  ოთხშაბათიდან დაწყებული საფრანგეთის ბაზრებში და სუპერმარკეტებში, კოვიდ 19-ის ზომების ფარგლებში, მხოლოდ აუცილებელი პროდუქტები და საგნები გაიყიდება

ლე ფიგარო: ალ-ქაიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს დაემუქრა, ხოლო ამის პარალელურად თავის წევრებს მოუწოდა, შუამავალ მოჰამედის ყველა  შეურაცხმყოფელი მოკლან



მსგავსი ინფორმაციები