უცხოური პრესა 02.11.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1519994
უცხოური პრესა 02.11.2020

ფრანგული ლე ფიგარო: ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა, არალეგალური მიგრაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართა ფრანგ კოლეგა მაკრონთან

ლე მონდი:  ხმლით შეიარაღებულმა ერთმა კაცმა კანადაში, კონკრეტულად კი კვებეკის პროვინციაში, ორი ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა

ტელეარხი ფრანსე 24: ევროპული ქვეყნები, კოვიდ-19 ღონისძიებების ფარგლებში ხელახლა ატარებენ კარანტინს, თუმცა, ამის პარალელურად  იზრდება პროტესტები ამ შეზღუდვების წინააღმდეგ

ყატარული ტელეარხი ალ-ჯაზირე: კატარის ემირმა შეიხმა თამიმ ბინ ჰამედ ალ-სანიმ,  ლიბიის სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი ხალიდ ამარ ალ-მიშრი მიიღო

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორი თედროს ადანომ ღებრეიზუსი,  კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, კარანტინშია აყვანილი

ომანური  ვათანი: ალჟირში დაბალი აქტივობით ჩაიარა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა, თუმცა ხმების დათვლა მაინც გრძელდება

გერმანული პორტალი შპიგელ.დე: რა ბედი ეწია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირებებს? მან მრავალი დაპირება მისცა ამომრჩეველს წინა არჩევნებში, მაგრამ, მათი უმრავლესობა არ შეასრულა

დოიჩე ველე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა სთხოვა ხალხს, უფრო მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინონ ზამთარში და შეასრულონ გათვალისწინებული ზომები

არდ.დე: კოვიდ-19 კრიზისი: გერმანიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, სავარაუდოდ ზამთარში ძალზედ გადაიტვირთებიან

ესპანური ლა ვანგარდია:  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 15 დღის წინ მიღებული ზომების ცხოვრებაში გატარება დაიწყო კატალონიაში

ლა ჟორნადა (მექსიკა): აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუსი: ”უახლოეს კვირებში კოვიდ-19 დიდ ზიანს მიაყენებს აშშ-ს”

ლა ტერკერა (ჩილე): "სან რამონის მიწისქვეშა ხაზის ნაპრალები", ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს 1,7 მილიონ მაცხოვრებელს ემუქრება

რუსული გაზეთი „იზვესტია“: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა, ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართა რუსეთს და აშშ-ს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიჰანოვსკაია,  ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, უფრო აქტიური მხარდაჭერა გაუწიონ ბელორუსის ოპოზიციას და გაზარდონ ზეწოლა ქვეყნის მთავრობაზე

საინფორმაციო საიტი ლენტა.რუ: ბელორუსის ხელისუფლება, ჯავშანტრანსპორტიორებით და ტყვიამფრქვევებით შევიდა  დედაქალაქ მინსკში



მსგავსი ინფორმაციები