უცხოური პრესა 30.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1518511
უცხოური პრესა 30.10.2020

ომანური ვათანი: ავსტრალიაში ჩატარებული კოვიდ-19 კვლევა: "ზოგადმა იზოლაციამ, ათასობით ადამიანი სხვა მრავალი დაავადებით გამოწვეული სიკდილისგან იხსნა"

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კოვიდ-19   ინფიცირებულთა რაოდენობამ ახლო აღმოსავლეთში მეტად საშიშ დონეს მიაღწია

ყატარული ალ-რაია: ისრაელის დელეგაციები არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ყოველდღიურად სტუმრობენ

რუსული ტელეარხი რტ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის აფეთქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის მასშტაბით არ მიიღება ისეთი ზომები, როგორიცაა სამუშაო ადგილების დახურვა

საინფორმაციო საიტი რბკ: რუსეთში ხალხის მესამედს სჯერა, რომ კოვიდ -19-ის მდგომარეობა გაუარესდება, ამიტომაც ზოგიერთებმა დაიწყეს მარაგების დაგროვება

ლენტა.რუ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღში ოკუპირებული 7 რეგიონი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს

ესპანური ელ პაისი: დღედან დაწყებული ესპანეთი, Kovid-19–ის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმში გადადის. ეს არ შეეხება მხოლოდ ბალეარის და კანარიის კუნძულებს, გალიციას და კიდევ ექსტრემადურას რეგიონებს 

ელ მუნდო: ექსპერტების აზრით, ”იტალიიდან ჩამოსული და ესპანეთში მუტირებული კოვი-19-ის ტიპი,  მეორე ტალღა იწვევს ევროპაში”

ტელესური (ვენესუელა): მექსიკის სენატმა დაამტკიცა 2021 წლის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც კოვიდ-19 ღონისძიებების ფარგლებში ფოკუსირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე  და მოიცავს ასევე  ცვლილებებს შემოსავლის კანონში

ფრანგული ლე მონდე: კოვიდ-19 ახალმა ზოგადმა საკარანტინო პერიოდმა ზოგიერთი ცვლილება შემოიტანა: მაქსიმუმ 1 საათიანი მგზავრობა, ახალი ზომები სკოლებში და დისტანციური მუშაობა

ლე ექოს: კოვიდ-19 ეპიდემიის ხელახალმა გაზრდამ საფრანგეთში,  შეიძლება წლის ბოლოსათვის ეკონომიკური საქმიანობა 5%-ით შეამციროს

ბელგიური ლე სუარი: კოვიდ -19: ახალ შემთხვევათა საშუალო მაჩვენებელმა ბელგიაში, კვლავ ახალი რეკორდი დაამყარა

გერმანული პორტალი ბილდ.დე: გერმანიაში ერთ დღეში 18 ათასზე მეტი ახალი Kovid-19 შემთხვევა დაფიქსირდა

დოიჩე ველე: კოვიდ-19 კრიზისი: გერმანიაში ზამთარი მეტად რთულად ჩაივლის

საინფორმაციო პორტალი არდ.დე: ევროკავშირმა გადაწყვიტა Kovid-19–ის წინააღმდეგ ერთად იმოქმედოს



მსგავსი ინფორმაციები