უცხოური პრესა 26.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1515865
უცხოური პრესა 26.10.2020

გერმანული პორტალი ბოლდ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხალხისგან მოითხოვა, რომ კოვიდ-19-ის საკითხში უფრო დისციპლინირებული გახდნენ

დოიჩე ველე: სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო ჩილეში, მოსახლეობის უმეტესობამ ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას

არდ.დე: საფრანგეთში,  დღეში 52 ათასი covid-19 შემთხვევით, ახალი რეკორდი დამყარდა

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა, კორონავირუსის გამო,  განგაშის ახალი სიტუაცია გამოაცხადა, რომლის გაგრძელებას იგი მაისამდე აპირებს

ელ პაისი: განგაშის მდგომარეობის გამო და ღამის  შეზღუდვების შემდეგ, ესპანეთის ქუჩები დაცარიელდა

არგენტინული ინფობაე:  ახალი კონსტიტუციის პროექტი ჩილეში, რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით მიიღეს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თუ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს თავდაცვის მინისტრს, დაზვერვის უფროსს და საგამოძიებო ბიუროს დირექტორს

ყატარული ელ-რაია: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს სურს შეიძინოს ისრაელის საზენიტო სისტემები

იორდანიული ელ-დუსტუარი: აშშ-მა სუდანი, ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან გამოიყვანა

ფრანგული ლე მონდი: კოვიდ-19-ის გამო, ესპანეთში კომენდანტის საათის შემოღებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იტალიაში კი, კინოდარბაზები და თეატრები დაიხურა

ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთმა, შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანას, ფრანგული პროდუქციის წინააღმდეგ დაწყებული ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდათ

ლიბერასიონი: კოვიდ -19: საფრანგეთმა, დღეში 52 ათასი ახალი შემთხვევით, ახალი რეკორდი დაამყარა

რუსული საინფორმაციო საგენტო რია ნოოსტი: 2020 წელს ივნის-აგვისტოს პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში უმუშევრობის მაჩვენებლები 6.3%-მდე გაიზარდა. უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ინგუშეთის, ტუვას და ჩეჩნეთის რესპუბლიკებში დაფიქსირდა

საინფორმაციო საიტი ლენტა.რუ: აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, რუსეთი დაახასიათა როგორც მისი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ბელორუსის უსაფრთხოების ძალებმა გუშინდელ საპროტესტო აქციებში, კიდევ 290 ადამიანი დააკავეს



მსგავსი ინფორმაციები