უცხოური პრესა 22.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1513779
უცხოური პრესა 22.10.2020

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთის რამდენიმე ავტონომიური რეგიონი (კასტილია და ლეონი, კომუნიდადი ვალენსიანა და კასტილია-ლა მანჩა),  ცენტრალურ მთავრობას,  კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, კომენდანტის საათის შემოღებას შესთავაზებს

არგენტინული ინფობაე: ესპანეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა ერთ მილიონს  გადააჭარბა

ლა ტერკერა (ჩილე): ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული კოვიდ-19 ვაქცინის კვლევებში მონაწილე ბრაზილიელი მოხალისე, დაიღუპა

 ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო: ”ჩვენ წამოვიწყეთ სუდანის, ტერორისტული ქვეყნების სიიდან ამოღების პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყანა სწრაფად აღიარებს ისრაელს.“

ომანური ვათანი: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა: ”ტრამპს კიდევ ოთხი წელი ვეღარ გავუძლებთ”

ყატარული ალ-რაია: არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ისრაელმა, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

გერმანული პორტალი ზეიტ.ონლაინე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანის, კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოუნდა

დოიჩე ველე: კოვიდ-19-ის ყოველდღიურმა შემთხვევებმა გერმანიაში, პირველად  გადააჭარბა 10 ათასს

ტაგესშპიგელი: გერმანიაში, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გაზრდის შემდეგ, მთავრობა ემზადება ასეთ დანაშაულებზე სასჯელის გაზრდისათვის

რუსული პორტალი ვესტი.რუ: თურქეთმა განაცხადა, რომ ის მზად არის საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანის დასახმარებლად ჯარები გააგზავნოს

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: პუტინმა პირობა დადო, რომ კოვიდ -19-ის გამო ფართო შეზღუდვებს არ დააწესებს

როსიისკაია ტელევიზია: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი: ”რუსეთმა წარმატებული ურთიერთობა დაამყარა თურქეთთან.“



მსგავსი ინფორმაციები