უცხოური პრესა 21.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1513047
უცხოური პრესა 21.10.2020

 

გერმანული დოიჩე ველე: თურქეთის საავტომობილო საწარმოთა ჯგუფმა (TOGG), მსოფლიოს წამყვანი ბატარეის მწარმოებელ ფირმა ფარასისთან ერთად განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ ლითიუმ-იონის ბატარეის მოწოდებაზე

ტაგესშაუ.დე: ევროკავშირის კომისიამ დაიწყო კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციისა და მალტას მხრიდან ე.წ. "ოქროს პასპორტად" ცნობილი "ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაცემა"-პროცედურის გამოძიება, რადგან, კომისიის აზრით ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას

ველტ.დე: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად გაიზარდა გერმანიაში, ქვეყნის არმიამ ქალაქ დორტმუნდში  მუშაობა დაიწყო კონტაქტების დადგენისთვის

ფრანგული ლე მონდე: საფრანგეთში, ფარმაცევტთა უმეტესობას, გრიპის ვაქცინის მარაგი ამოეწურა

ლე ფიგარო: კანადაში, დაკავების დროს აფრიკული წარმოშობის კაცის სიკვდილში ბრალდებული პოლიციელი, გაამართლეს

ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, განამტკიცონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ომანური ვათანი: სირიას მალე, რუსეთის მიერ წარმოებული ორი კოვიდ-19 ვაქცინა ექნება

ყატარული ალ-რაია: სავიზო რეჟიმი არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელს შორის, ორმხრივად გაუქმებულია

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ყარაბაღში მდგომარეობა გაუარესდა და გაერომ  მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა მოსთხოვა

ესპანური ელ პაისი: ესპანეთში, კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს მიაღწია. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას სთხოვა, შეამცირონ გადაადგილებები და კონტაქტები

არგენტინული ინფობაე: ბოლივიის არჩევნებში MAS-ის (მოძრაობა სოციალიზმისთვის) გამარჯვების შემდეგ,  ქალაქ სანტა კრუზში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით 5 ათასი ადამიანი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნების მანიპულირება მოხდა

ტელესური (ვენესუელა): ესპანეთის წარმომადგენელმა ბარსელონამ, რომელმაც კარგად დაიწყო ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 სეზონის მატჩები, უნგრეთის ფერენცვაროში 5-1 დაამარცხა

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: აშშ-მა გააფართოვა სანქციები "Nord Stream-2/ჩრდილოეთ ნაკადი-2" პროექტის მიმართ

გაზეთი იზვესტია: ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ კაპაროვმა რუსეთის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყირგიზეთში რუსული ენა  ოფიციალურ ენად დარჩება

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი-პენტაგონი, გერმანიაში განლაგებული თავისი ძალების ერთი ნაწილის, რუსეთთან უფრო ახლოს მდებარე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში განლაგების შესაძლებლობაზე მუშაობს



მსგავსი ინფორმაციები