უცხოური პრესა 15.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1509394
უცხოური პრესა 15.10.2020

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პარიზში და რვა დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა

ლე ფიგარო: ემანუელ მაკრონი: ”კომენდანტის საათის წესების დამრღვევი, 135 ევროთი დაჯარიმდება”

ლე მონდე: უეფას ერთა ლიგა: საფრანგეთმა 2:1 დაამარცხა ხორვატია

გერმანული დოიჩე ველე: სომხეთმა პირველად აღიარა ოფიციალურად მთიან ყარაბაღში მიწების დაკარგვა

ტაგესშაუ.დე:  კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში 6 ათასს გადააჭარბა

სუდეტშ.დე: კორონავირუსმა გერმანიის ეკონომიკას მოსალოდნელზე მძიმე დარტყმა მიაყენა, მისი ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს, მხოლოდ  2022 წლის ბოლოსთვის მიაღწევს

ესპანური ელ პაისი: კატალონიის რეგიონში ყველა ბარი და რესტორანი 15 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრებშიც მომხმარებელთა შესაძლებლობები შეიზღუდება, რათა სოციალური კონტაქტი მინიმუმამდე შემცირდეს

ელ მუნდო: პორტუგალიამ კორონავირუსის გამო  კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა და მის ფარგლებში ადამიანთა შეკრება 5 კაცამდე შეზღუდა

ელ მოსტრადორი (ჩილე): პერუმ, მაჩუ პიკჩუ (ინკების უძველესი ქალაქი) ერთი იაპონელი ტურისტისთვის სპეციალურად გახსნა. ეს ტურისტი მაჩუ პიკჩუს სანახავად კოვიდ-19 გავრცელების პერიოდში ჩამოვიდა, მაგრამ, იგი დაიხურა რა, მიუხედავად ამისა, იგი იაპონიაში არ დაბრუნდა და 7 თვის განმავლობაში ელოდა მის ახლიდან გახსნას

ყატარული ტელეარხი ელ ჯეზირა: მძევლების გაცვლის გარიგების ფარგლებში, იემენის ჰუსიტებმა, ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს

იორდანიული ელ დოსტური: მოსკოვი უარყოფს ვაშინგტონის თხოვნას, ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს მოუწოდებს, განიხილონ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები

რუსული გაზეთი "იზვესტია": რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ კოვიდ-19 მეორე ვაქცინა დაარეგისტრირეს

ტელეარხი რტ: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა France 24-თან ინტერვიუში უარყო, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებში დაქირავებული სამხედროები გამოიყენა

გაზეთი კომერსანტი: რუსეთმა განაახლა ფრენები სერბეთის, იაპონიისა და კუბის მიმართულებით



მსგავსი ინფორმაციები