უცხოური პრესა 08.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1505107
უცხოური პრესა 08.10.2020

გერმანული საინფორმაციო პორტალი ბილდ.დე: პოლიციელი, რომელმაც აშშ-ში მოკლა აფრიკული წარმოშობის ჯორჯ ფლოიდი, 1 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დოიჩე ველე: მას შემდეგ, რაც რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის მოწამლვა დადასტურდა, გერმანიასა და საფრანგეთს სურთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება

ზდფ.დე: გერმანიაში გუშინ, კოვიდ-19-ის 4000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რობერტ ო'ბრაიენის განცხადებით, მომავალ წელს ამერიკა თავის ძალებს ავღანეთში 2500 კაცამდე შეამცირებს

ყატარული ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, გერმანიის კანცლერის მერკელის მიმართ ამბობს, რომ იგი ევროკავშირის გადაწყვეტილებების პრობლემებს ვერ გადაჭრის

არაბული ტელეარხი ალ ჯაზირა: ჰარისი (აშშ-ის დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი): მე, ტრამპის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდირებულ არც ერთ ვაქცინას, არ გავიკეთებ

ესპანური ელ პაისი: გრიპის სეზონის დაწყებისთანავე ესპანეთმა შეიძლება შეზღუდოს PCR ტესტირება ჯანდაცვის პროფესიონალებსა და მოხუცებზე

მექსიკური ლე ჯორნადა: ნობელის პრემიის ლაურეატი მექსიკელი ქიმიკოსი, მარიო მოლინა, გარდაიცვალა

არგენტინული კლარინი: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მკურნალობის დროს გამოყენებულ კოვიდ-19 საწინააღმდეგო წამალს, უფასოდ გაანაწილებინებს

ფრანგული ფიგარო: Youtube აცხადებს, რომ ნახევარი მილიარდი ევრო შეიტანეს საფრანგეთის ეკონომიკაში

ლე პარიზიენი: შტორმ ალექსის მიერ განადგურებული რეგიონების აღდგენის მიზნით, მაკრონი, ერთი მილიარდი ევროს  გადარიცხვის პირობას იძლევა

ბელგიური ლე სუარი: კოვიდ-19 გამო, ბრიუსელში ბარები, კაფეები, საჩაიეები, ყავახანები და გასართობი ადგილები, ერთი თვით იკეტება

რუსული ტელეარხ რტ-ს სინფორმაციო პორტალი: რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს

რია ნოოსტი: რუსეთმა ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიჰანოვსკაია

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის რიაზანის რეგიონში სამხედრო საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები