უცხოური პრესა 07.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1504330
უცხოური პრესა 07.10.2020

ბელგიური ლე სუარი: კოვიდ-19: გუშინ ესპანეთში, აპრილის აქეთ,   სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფრანგული ლე მონდე: კოვიდ-19: ჯანმრთელობის კრიზისმა, ერთი მილიონი ფრანგი ქალი და კაცი სიღარიბეში ჩააგდო

ტელეარხი ფრანსე 24: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აღარ ავლენს კოვიდ-19-ის "რაიმე სიმპტომს"

გერმანული ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: გერმანიისა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს ქალაქ კიოლნში, მაქსიმუმ 300 მაყურებელი დაესწრება

ფრანკბურთერ რუნდშო: კოვიდ-19 გერმანიაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა, აპრილის აქეთ ყველაზე მაღალ დონეზეა

საინფორმაციო პორტალი ზაიტ.დე: ისტორიული ჟესტი: ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში, ჰოლოკოსტის მემორიალს ესტუმრნენ

ესპანური ელ პაისი: ესპანეთი ცდილობს შეამციროს ევროპული რესტრუქტურიზაციის ფონდის პირობები

ელ მუნდო: კოვიდ-19: მადრიდის მერის მრჩეველი: ”უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსი კლების ტენდენციაში იმყოფება”

არგენტინული ინფობაე: გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ვენესუელაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების გაფართოება-გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პალესტინისა და კატარის შემდეგ, ლიბიამაც განაცხადა, რომ იგი არ გასწევს არაბული ლიგის როტაციულ თავჯდომარეობას

ყატარული ალ-რაია: ისრაელის საოკუპაციო ძალებმა პალესტინის ქალაქი იერიხონი დაარბიეს, ხოლო ღაზა კი დაბომბეს

იორდანიული ალ-დოსტური: ერაყის რადიკალისტებისაგან გათავისუფლებულ რეგიონებში, 600,000 ოჯახი დაუბრუნდა საკუთარ კერებს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში ფოლად ბულბულოღლუმ თქვა, რომ რუსეთმა სამართლიანი და გაწონასწორებული მიდგომა მიიღო მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ

საინფორმაციო პორტალი რია.რუ: სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან  ყარაბაღში დათმობებზე წასვლაზე

როსიისკაია გაზეტა:  ყირიმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ  სანატორიუმში ხანძარი გაჩნდა, ევაკუირებულია 300 ადამიანი



მსგავსი ინფორმაციები