უცხოური პრესა 06.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1503559
უცხოური პრესა 06.10.2020

ომანური ვათანი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო მოსახლეობის 10% კორონავირუსითაა დაინფიცირებული

ყატარული ალ-რაია: კატარის კერძო სექტორის ეკონომიკა, რომელიც არ არის დაკავშირებული ენერგიასთან,  სექტემბერში გაიზარდა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ბაღდადში, სარაკეტო შეტევა განხორციელდა მწვანე ზონაზე, სადაც განთავსებულია საელჩოები და სამთავრობო შენობები

გერმანული ბილდ.დე: კოვიდ-19 მკურნალობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში დაბრუნდა

დოიჩე ველე: ნიღბის ტარება გერმანიის პარლამენტში სავალდებულო გახდა

ესპანური ელ პაისი: კოვიდ-19 მეორე ტალღა: 5,2 მილიონზე მეტ ესპანელს ხელახალი შეზღუდვა აქვს. მათ უფლება აქვთ სახლების დატოვება მხოლოდ სამუშაოზე და სკოლაში წასვლის, ასევე გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში

ლა ვანგარდია: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საავადმყოფოდან გამოეწერა და ამერიკელებს მოუწოდათ, არ შეეშინდეთ ვირუსის

არგენტინული ინფობაე:  ტროპიკული ქარიშხალი დელტა და გამა, საფრთხეს უქმნის მექსიკის იუკატანისა და კვინტანას რეგიონებს

ფრანგული ფიგარო: კოვიდ -19: პარიზი გადავიდა ”მაქსიმალური განგაშის” დონეზე, ძალაში შევიდა შემზღუდავი ზომები

ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ -19: ქალაქი მარსელი შექმნის თავის სამეცნიერო საბჭოს

ლიბერასიონი: ExxonMobil-ი,  2021 წლის ბოლოსთვის ევროპაში 1600 კაცს დაითხოვს სამუშაოდან

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ყირგიზეთის პრეზიდენტმა სუორნბაი გეენბეკოვმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესთავაზა არჩევნების შედეგების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მისი გაუქმება

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: მომიტინგეებმა ყირგიზეთში, დაკავების იზოლატორიდან გამოიყვანეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში  ვასილი ნებენზიამ განაცხადა: დასავლეთი შიშობს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი "გამოავლენს მათ დანაშაულებს"



მსგავსი ინფორმაციები