უცხოური პრესა 21.09.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1494318
უცხოური პრესა 21.09.2020

ყატარული ალ-რაია:  ეგვიპტეში, პრეზიდენტ აბდულფეტტაჰ ალ-სისის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს

ომანური ვათანი: ამერიკაში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა დაადგინა, რომ კოვიდ-19 ვირუსმა შეიძლება დააზიანოს ტვინის უჯრედები

ინგლისში გამომავალი არაბული ალ-ქუდსი: ხანძარი გაჩაღდა საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მოქმედ ლტოლვილთა ბანაკში

გერმანული დიე ველტი: NSU-ს მსხვერპლის, ენვერ შიმშეკის სახელი მიენიჭა მოედანს ქალაქ იენაში

საინფორმაციო პორტალი ტაგესშაუ.დე:  გერმანიაში, კორონავირუსის 2300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დოიჩე ელე: გერმანული ავტომწარმოებლები, 10 ათასობით მუშას დაითხოვენ

ფრანგული ლე ფიგარო:  კარანტინის გამო სკოლებში, მოსწავლეებს შორის დონის სხვაობა გაიზარდა

ლე მონდი: საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს ორი ახალი მექანიზმის აღორძინება, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდებში ე.წ. "შესაძლებლობების თანასწორობა"

ესპანური ლა ვანგარდია: კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ესპანეთი, დღეს  850,000 ადამიანის გააადგილებას შეზღუდავს

პრენსა ლათინა (კუბა): Kovid-19–ის გამო, ვენესუელა, ამ კვირიდან დაწყებული არბილებს საკარანტინო შეზღუდვებს

ელ უნივერსალი (მექსიკა): Covid-19 ვაქცინის კვლევაში, AstraZeneca–ს მეორე მოხალისემ, "აუხსნელი" ნევროლოგიური დაავადება გამოავლინა

რუსული რია ნოვოსტი: ჰამბურგის საკრებულოს მრჩეველმა თქვა, რომ აშშ-მა “ჩრდილოეთ ნაკადი-2“ მილსადენის მიმართ მუქარები გაზარდა

გაზეტე.რუ: აშშ-მა, რუსეთთან ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელებისათვის  გარკვეული პირობები წამოაყენა

ახალი ამბების საიტი რბკ: რუსული მედია აქვეყნებს მონაცემებს აშშ-ში არსებულ რუსეთის მოქალაქეების იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც ფინანსურმა დაზვერვამ გაავრცელა



მსგავსი ინფორმაციები