უცხოური პრესა 17.09.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1492213
უცხოური პრესა 17.09.2020

ყატარული ტელეარხი ელ-ჯეზირა: თურქეთი და რუსეთი მიუახლოვდნენ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ფაიზ ალ-სარაჯმა განაცხადა, რომ იგი მზად არის მომავალ თვეში ხელისუფლება გადასცეს ახალ მთავრობას

ინგლისში გამომავალი არაბული ალ-ქუდსი: ბრიტანეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის წინააღმდეგ, რომლებმაც ისრაელთან ნორმალიზაციის ხელშეკრულებები გააფორმეს, ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

იორდანიული ადდუსტორი: ებრაელი ახალმოშენეების დარღვევები ალ-აქსას მეჩეთის მიმართ გრძელდება, მის ფარგლებში საოკუპაციო ძალები, იერუსალიმში მცხოვრებ 6 პალესტინელ ოჯახს, თავიანთი სახლების დანგრევას აიძულებენ

ფრანგული ფიგარო: მდიდარმა ქვეყნებმა, დასამზადებელი კოვიდ-19 ვაქცინის დოზების ნახევარი, თაიანთთის გამოყვეს

ლე მონდი: საფრანგეთის მთავრობა პროგნოზირებს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 10 პროცენტით შემცირდება

ლიბერასიონი: კოვიდ-19: საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა, რომ  კოვიდ -19-ის შემთხვევების ზრდის გამო, 81 სკოლა დაიხურა

ესპანური ელ მუნდო: კოვიდ-19 შემთხვევების გაზრდის გამო, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდი ემზადება “Ifema/იფემას" საავადმყოფოს ხელახლა გახსნისთვის

მექსიკური ელ უნივერსალი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა: ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”. ტრამპმა მექსიკა ნარკოტიკების მთავარი მწარმოებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

კოლუმბიური ელ-ტემპო: კოლუმბიის ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღა არ იქნება ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც იყო პირველი

გერმანული დოიჩე ველე: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვიდეო კონფერენციის საშუალებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი განიხილეს

ტაგესშაუ: გერმანიაში გამოძიება დაიწყო იმ 29 პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებმაც ინტერნეტში რასისტული პოსტები გაავრცელეს

ჰანდელსბლატი: 10 მილიარდი ევროს შეიარაღების განცხადება საბერძნეთიდან

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: Forbes Magazine-ს რანჟირების თანახმად, Lukoil-ის ნავთობკომპანიამ კვლავ შეინარჩუნა პოზიცია, როგორც რუსეთის უმსხვილესი კომპანია

რია ნოვოსტი: პოლონეთმა, 2010 წელს რუსეთში, სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, რომლის დროსაც მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა, აეროპორტის კოშკის ოპერატორების დაპატიმრება მოითხოვა

რბკ: ევროკავშირმა მოითხოვა ყველა იმ ბრალდებულის ქონების დროებითი დაყადაღება, რომლებიც ფიგურირებენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში



მსგავსი ინფორმაციები