უცხოური პრესა 31.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1482017
უცხოური პრესა 31.08.2020

გერმანული საინფორმაციო პორტალი არდ.დე: გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მომიტინგეებმა, რომლებიც აპროტესტებენ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ ახალ ზომებს,  ბუნდესტაგის შენობაში, რაიხსტაგში შესვლა სცადეს

ზდფ.დე: გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაიენმაიერი, მკაცრად გამოეხმაურა ექსტრემალურ მემარჯვენეებს, რომლებმაც დემონსტრაციის დროს სცადეს ბუნდესტაგის შენობაში ძალით შეჭრა

დოიჩე ველე: თურქეთიდან გერმანიაში დაბრუნებისას მგზავრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თვითმფრინავში ჩაჯდომა, თუ Covid-19 ტესტის პასუხს გამგზავრებამდე 48 საათით ადრე მიიღებენ

ყატარული გაზეთი ალ რაია: საუდის არაბეთი, იემენში კასეტურ ბომბებს იყენებს

ომანური ვათანი: ერაყის ხელისუფლება აცხადებს უცხო ძალების არარსებობას ალ-ტაჯის სამხედრო ბაზაზე

არგენტინული ინფობაე:  პერუში, სადაც კოვიდ-19 ეპიდემიისგან მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლია, პირველი 3000 ვაქცინის კანდიდატი 10 წუთში გამოვლინდა. ჩინური Sinopharm-ის კომპანიის მიერ წარმოებული ორი ვაქცინის, რომლებიც უკვე მე–3 ფაზაშია, პერუში 6000 მოხალისეზე ხდება ტესტირება

ესპანური ელ პაისი: ესპანელები არ მიესალმებიან ყოფილი მეფის, ხუან კარლოსის გამგზავრებას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

ელ მუნდო:  ესპანეთის პირველმა საფეხბურთო ლიგამ, ბარსელონას განცხადებაზე რეაგირება მოახდინა და ვეტო დაადო მესის კლუბიდან წასვლას

ფრანგული ფიგარო: მრავალი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ახალ ზომებს იღებენ, რათა თავიდან აიცილონ კოვიდ-19 შესაძლო მეორე ტალღა

ფრანსე 24:  ლიბანი: ჰეზბოლა მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წამოყენებული “პოლიტიკური შეთანხმების“ განსახილველად

ლე პარიზიენი: კოვიდ-19: საფრანგეთი მზად არის კვირაში ერთი მილიონი ტესტის წარმოებისთვის

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: იაპონიის გადამდგარმა პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ, რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ტელეფონით დაურეკა.

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: უახლოეს რამდენიმე კვირაში პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს  მოსკოვში შეხვდებიან

გაზეთი კომერსანტი: რუსეთმა დააკმაყოფილა ეგვიპტის ხორბლის იმპორტის 80%.



მსგავსი ინფორმაციები