უცხოური პრესა 14.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1472844
უცხოური პრესა 14.08.2020

გერმანული გაზეთი დოიჩე ველე: ევროკავშირი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთ-საბერძნეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას იჩენს

ტაგესსაუ.დე: გერმანიის ქალაქ ბავარიაში განხორციელებულ კოვიდ-19 ტესტებში, "დიდი შეცდომა" გამოიკვეთა

სუდეტშ ცაიტუნგი: კოვიდ-19 ეპიდემიის არასწორი პოლიტიკის გამო, იტალიის კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ, 200 – ზე მეტი სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს

ლა ტერკერა (ჩილე): ვენესუელას დედაქალაქ კარაკასის გუბერნატორი დარიო ვივა,  კორონავირუსისგან გარდაიცვალა

არგენტინული ინფობაე: მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობადორმა ღარიბ ხალხს მოუწოდა, არ ინერვიულონ, რადგან კოვდ-19 ვაქცინა უნივერსალური და უფასო იქნება

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის სოფლის მეურნეობამ, აშშ-ის საბაჟო გადასახადების გაზრდის გამო, შვიდი თვის განმავლობაში 200 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

ფრანგული ლე ფიგარო: საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებული მგზავრები,  კოვიდ-19 ზომის ფარგლებში კარანტინის წესებს დაექვემდებარებიან

ლე პარიზიენი:  საფრანგეთის ქალაქ ლიონის მეჩეთებში ხანძრების გახშირება,  "ქვეყანაში მუსლიმ საზოგადოებაში შიშს იწვევს"

ლე მონდე: კოვიდ-19 შემთხვევის ყოველდღიური რაოდენობის ზრდამ საფრანგეთში, ნიღბების  სამუშაო ადგილებზე გამოყენების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში

არაბული ალ-ქუდსი ალ-არაბი: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისტორია არ აპატიებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, ისრაელთან შეთანხმების გაფორმებისთვის

ყატარული ალ შარქი:  პალესტინის ხელისუფლება: ისრაელ-ემირატის ხელშეკრულება,  იერუსალიმის ღალატია

ტელერხი ელ ჯეზირე: პალესტინის ხელისუფლებამ აბუ-დაბის ელჩი დაიბარა და უთხრა, რომ რაც არაბულმა საემირატოებმა გააკეთა, არის იერუსალიმის, ალ-აქსასა და პალესტინის ღალატი

რუსული რია ნოვოსტი: რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა, პოლონელი დეპუტატის, ჯეზეკ სარიუს-ვოლსკის მოწოდებას, რომ ბელორუსიაში გამართული საპროტესტო აქციების გამო რუსეთს სანქციები დაუწესონ,  ”აბსურდული” უწოდა

გაზეთი იზვესტია:  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, თავისი მხრიდან გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ აშშ-ს ლიდერმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის წყალობით გაიმარჯვა



მსგავსი ინფორმაციები