უცხოური პრესა 12.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1471573
უცხოური პრესა 12.08.2020

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი გუბერნატორებისგან მოითხოვს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, გააფართოვონ ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში

ფრანსე 24: საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა გააფრთხილა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სიტუაცია, არასწორი მიმართულებით მიდის

ბელგიური ლესუარი: კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა ნიღბის ტარება COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, პასუხს რამდენიმე დღეში ნახავთ

ესპანური ელ პაისი:  ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის გავრცელება ახალგაზრდებში, ართულებს კორონავირუსის კონტროლს

ტელესური (ვენესუელა): კუბას შეუძლია იმ ვაქცინის წარმოება, რომელიც რუსებმა, კოვიდ -19-ის წინააღმდეგ შექმნეს

არგენტინული ინფობაე: ევროკავშირის ცნობით, ვენესუელაში არ არსებობს პირობები "თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნებისათვის

არაბული ტელეარხი ელ ჯეზირე: ბეირუთში 4 აგვისტოს  მომხდარი აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ, პროტესტი კვლავ გრძელდება. პრეზიდენტმა აფეთქებასთან დაკავშირებული საქმე, სასამართლო საბჭოს გადასცა

იორდანიული ადდუსტორი: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველად გააკრიტიკა აშშ-ი და მას  "ანექსიის გეგმის" შეუსრულებლობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა

კატარული ალ რაია: აშშ-ს წარმომადგენელი: ”საუდის არაბეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მთელს მსოფლიოში და იგი არ განიხილება როგორც შეერთებული შტატების მოკავშირე”

ინტერფაქსი (რუსეთი): აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულებას, ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემად დაასახელა

რბკ.რუ: კოვიდ-19–ის გამოვლენის პიკის დროს რუსეთის ეკონომიკა 8,5 პროცენტით შეირყა. ეს მაჩვენებელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დაცემა არის

გაზეთი იზვესტია: ბელორუსიაში 12 აგვისტოდან აკრძალულია ფეიერვერკების გაყიდვა.


საკვანძო სიტყვები: #მას-მედიის , #უცხოური , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები