უცხოური პრესა 11.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1470859
უცხოური პრესა 11.08.2020

გერმანული საიტი შპიგელ.დე: გვალვა გერმანიაში: მერიები და მუნიციპალიტეტები, წყლის ყაირათიანად ხარჯვას ითხოვენ

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: ჯანდაცვის მინისტრი ჯენს სპანი: "გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნება პრიორიტეტი არ არის"

დპა: ომი ლიბიაში: გერმანია, საფრანგეთი და იტალია, იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ

იორდანიული ადასტორი: ლიბანის პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ქვეყანა დიდ კორუფციაშია ჩაფლული

კატარული ალ რაია: სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბეზლი: "რამდენიმე დღეში, ათასობით ტონა მარცვლეული გაიგზავნება ლიბანში"

ტელეარხი ელ ჯეზირე: 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ,  ქალაქის ისტორიული შენობებიც გაანადგურა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ალ ქუდსი ალ არაბი: საერთაშორისო მოხსენებით, ყატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამედ ალ-სანიმ, კორონავირუსის მიუხედავად, თავისი ქვეყნის კრიზისი გონივრულად წარმართა

ფრანგული ლე მონდე: ფრანგი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების მკვლელობა ნიგერში აჩვენებს, თუ როგორ გაუარესდა უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში

ლე პარიზიენი: ლიბანი: 250 მილიონი ევრო შეგროვდა ლიბანის საქველმოქმედო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით

ლიბერასიონი: აღმოჩნდა, რომ ცრემლსადენი გაზის ბომბები, რომლებიც უსაფრთხოების ძალებმა  ბეირუთში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს, ფრანგული კომპანიებისგან შეისყიდეს

ესპანური ელ მუნდო: ექსპერტები ამბობენ, რომ ესპანეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ,  უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს

მექსიკური ელ უნივერსალი: მზის სხივების დახმარებით, ზღვის წყალი,  სასმელ წყლად გადაკეთდა

არგენტინული კლარინი: კორონავირუსის გამო, არგენტინაში კერძო სექტორის თანამშრომელთა 12 პროცენტმა სამსახური დაკარგა

რუსული გაზეთი იზვესტია: თურქეთმა, უცხოელ ტურისტებს ახალი წესები დაუდგინა

საინფორმაციო პორტალი რია ნოვოსტი: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის G7-ის სამიტზე მიწვევა სურს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი:  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ერთი ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები