უცხოური პრესა 07.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1468699
უცხოური პრესა 07.08.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ნიუსაბაჰი: ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო, მთელ მსოფლიოში 40 მილიონი ბავშვი დაშორდა სკოლებს

ყატარული ელ რაია: ყატარის ემირმა თემიმ ბინ ჰამად ალ სანმა, ლიბანში საველე საავადმყოფოების გაგზავნის ბრძანება გასცა

იორდანიული ელ დუსტორი: პესიმისტური სამედიცინო გაფრთხილება: მოსალოდნელი ვაქცინა არ გადაჭრის კოვიდ-19-ის პრობლემას

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება შეშფოთებულია ეპიდემიის მეორე ტალღის შესაძლო დაწყებით

ელ მუნდო: მადრიდის 28 სხვადასხვა რეგიონის ნარჩენ წყლებში, კოვიდ-19 ვირუსის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ განაცხადა, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ შეხვდება ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს

გერმანული შპიგელ.დე: დახმარება ბეირუთს: გერმანია სამაშველო ძაღლებს და 15 ტონა საკვებ პროდუქტს აგზავნის

დპა: ბეირუთის აფეთქების დროს  გერმანელი ქალი დიპლომატიც დაიღუპა

მერკურ.დე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, ჯენს სპანის განცხადებით, კოვიდ -19 ტესტის ვალდებულება, სარისკო ტერიტორიებიდან მოსული მგზავრებისთვის ძალაში შაბათს შევა

ფრანგული ლე მონდი: ბეირუთში ორმაგი აფეთქების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  ლიბანის ლიდერებს "რადიკალური ცვლილებისთვის" მოუწოდა

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: დიდი ბრიტანეთი, ბელგიიდან ჩამოსულ მგზავრებს კარანტინში განათავსებს

როსიისკაია გაზეტა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბირთვული დაბომბვის პირობები გამოაცხადა

ინტერფაქსის სააგენტო: უკრაინამ ბელორუსს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი სამხრეთის საზღვრებიდან შეიარაღებული მებრძოლები შევიდნენ

             



მსგავსი ინფორმაციები