უცხოური პრესა 27.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1462527
უცხოური პრესა 27.07.2020

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის ერთ სკოლაში, შესვენებაზე თურქულ ენაზე მოლაპარაკე მოსწავლე დააჯარიმეს

ბილდი: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის თქმით, რუსეთი ვერ დაბრუნდება G8-ში

სუდეტშ ცაიტუნგი:  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევებში, მთელ მსოფლიოში რეკორდული ზრდა შეინიშნება

არაბული ტელეარხი ელ ჯეზირე: თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის დაზვერვამ, ლიბიაში თამაშის წესები შეცვალა

ყატარული ალ რაია: პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის აზრით, ისრაელის ანექსიის გეგმა, რეგიონში ქაოსისა და ძალადობის გაზრდას გამოიწვევს

იორდანიული ადდუსტორი: ისრაელის ცენტრალურმა სასამართლომ, პრემიერ- მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო განხილვა 6 დეკემბრისათვის დანიშნა

ესპანური ელ მუნდო: კორონავირუსის ეპიდემიამ ესპანეთში, დააჩქარა და გაზარდა ინვესტიციები განახლებადი ენერგიის სექტორში

ელ პაისი: ბრიტანეთმა, ესპანეთში   ფრენები9 აგვისტომდე შეაჩერა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): ვენესუელის დედაქალაქის გარეუბნებში და კიდევ 6 პროვინციაში, რადიკალურ საკარანტინო ზომებს ახორციელებენ

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის მთავრობაში კიდევ 11 ახალი მინისტრი დაინიშნა

ლე ფიგარო: ჩინეთმა აშშ-ის საელჩო შენგდუში დახურა

ლიბერასიონი: კლიმატის შეთანხმება (საფრანგეთი): რეკომენდაციების შემდეგ პირველი ზომები გადაიდგა

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთში, საგადასახადო თაღლითობის, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანას მოხვედრა

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი,   უკრაინის პრობლემის მოგვარების გარეშე რუსეთის დაბრუნებას G7-ში, ეწინააღმდეგება

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმერ ზელენსკიმ,  სატელეფონო შეხვედრაზე დონბასის საკითხი განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები