უცხოური პრესა 21.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1458782
უცხოური პრესა 21.07.2020

ფრანგული ლე პარიზიენი: ევროკავშირის სამიტზე, 27 წევრი ქვეყანა, ეკონომიკური ხსნის  სამაშველო პროგრამაზე შეთანხმდნენ

ლე მონდი: კორონავირუსი საფრანგეთში:  ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებაში, ამ ბოლო დროს სიხშირე აღინიშნება

ბელგიური ლე სუარი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია,  აფრიკაში კოვიდ-19 შემთხვევების გაზრდის გამო შეშფოთებულია

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა,  ევროკავშირის სამიტის დროს "დამაბალანსებელი" როლი ითამაშა

ლა ვანგარდია: ევროკავშირმა,  ეკონომიკური აღდგენის საკითხში შეთანხმებას მიაღწია

არგენტინული ინფობაე: ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ,  ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტების მიმართ ტერმინი "ბიოტერორისტი" გამოიყენა, რის გამოც მათ ბოდიში მოუხადათ

ყატარული ელ რაია: პენტაგონის განცხადებით, თალიბანებთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, მათ ავღანეთის 5 სამხედრო ნაწილი დატოვეს

იორდანიული ელ დუსტური: კოვიდ-19-მა, 2020 წლის პირველ კვარტალში, მსოფლიო ვალები 258 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა

ალ ქუდს ალ არაბი: არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აჰმედ აბულ გეთიმ, იემენი ხალხი შიმშილისგან დაცვის მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებას, ფინანსური დახმარების შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა

გერმანული დოიჩე ველე: Greenpeace-ს განცხადებით,  გერმანია, იარაღების ექსპორტის შეთანხმებას სისტემურად არღვევს

ბილდ.დე: ექსპერტების აზრით, Kovid-19–ის შედეგების გამო, გერმანიის ეკონომიკა მხოლოდ 2022 წელში გამოცოხლდება

ტაგესშაუ.დე: შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე, ერთი ტრილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი მზად არის

საინფორმაციო საიტი ლენტა.რუ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კოვიდ-19 ვაქცინა უკვე მზად არის

როსიისკაია გაზეტა:  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხაბაროვსკის გუბერნატორი ფურგალი გადააყენა და მის ნაცვლად მიხეილ დეგტიარევი დანიშნა

გაზეთი იზვესტია: საერთაშორისო ფრენების განხორციელება პირველ ეტაპზე, რუსეთის მხოლოდ 6 ქალაქში იქნება შესაძლებელი



მსგავსი ინფორმაციები