უცხოური პრესა 09.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1451836
უცხოური პრესა 09.07.2020

არაბული ალ ქუდს ალ არაბი: თურქეთის პრეზიდენტის  პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას ანკარასა და ტრიპოლს შორის, გასული წლის  დეკემბერში გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მიმართ

ყატარული ტელეარხი ელ ჯეზირე: ისრაელმა ჰამასს,  პატიმრების გაცვლის თაობაზე ახალი წინადადება წარუდგინა

იორდანიული ადოსტურ: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პალესტინის საკითხის საერთაშორისო ლეგიტიმაციის საფუძველზე მოგვარებისათვის საჭიროა საერთაშორისო კონსენსუსი

გერმანული ზდფ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, კორონავირუსის კრიზისის წინაშე ერთობლივად და სოლიდარულად უნდა იმოქმედონ

დოიჩე ველე: კოვიდ-19-მა დიდი დარტყმა მიაყენა გერმანული კომპანიების უცხოურ ინვესტიციებს

ველტ.დე: გაეროში რუსეთის და ჩინეთის ვეტოს გამო, სირიაში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ხანგრძლივობა აღარ გაგრძელდება

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ -19 კრიზისის გამო, საფრანგეთში სამსახურიდან დათხოვნები,  გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა

ლე მონდი:  ცნობილი კომპანია ნოკია, 1.233 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. საფრანგეთის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ ეს გეგმა სოციალურად ”მიუღებელია”

ლე პარიზიენი: საფრანგეთის გამდინარე წყლებში კოვიდ -19 კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამედიცინო აკადემიამ ხელისუფლებას ურჩია, რომ გამდინარე წყლები "სისტემატურად იქნას გაკონტროლებული"

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ტურისტულ ბალეარის კუნძულებზე, დისტანციური წესის პარალელურად, ნიღბის ტარებაც აუცილებლობა გახდება

ელ მუნდო: ესპანეთის მთავრობის პარტნიორმა Unidas Podemos-ის პარტიამ, ხელისუფლებას,  ესპანეთში მყოფი 600,000 არალეგალი მიგრანტისათვის მოქალაქეობის მიცემის წინადადება შესთავაზა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): Covid-19 კრიზისის შედეგად აშშ-ის ნავთობის რეზერვები შემცირდა და ამის გამო, ვენესუელაში ბენზინი გაძვირებული ფასით იყიდება

რუსული საინფორმაციო პორტალი გაზეტე.რუ: გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უარყო რუსეთის მიერ წარმოდგენილი სირიის კანონპროექტი

საინფორმაციო სააგენტო ტასი: აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანტონოვმა განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის საპასუხოდ რუსეთიც გადადგამს აუცილებელ და შესაბამის ნაბიჯებს

საინფორმაციო პორტალი რბკ: როსკოსმოსის ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის მრჩეველი ივან საფრონოვი,  ჩეხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს



მსგავსი ინფორმაციები