უცხოური მედია 05.06.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1429957
უცხოური მედია 05.06.2020

 „ალ-ქუთს ალ-არაბი“:  აშშ-ში პოლიციის ძალადობის შედეგად  მოკლული ჯორჯ ფლოიდის გასვენება მინეაპოლისში.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი):  კატარი კორონავირუსის მიუხედავად რომელმაც მსოფლიოზე სერიოზული გავლენა მოახდინა, ტერორისტული ორგანიზაცია,  დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლას მაინც აგრძელებს.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“: სირიის  ქალაქ ჰამაში რეჟიმის სამხედრო ბაზებზე ისრაელის მხრიდან მორიგი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

„დოიჩე  ველე“:  კორონავირუსის ჩრდილში ჩატარებული გლობალური ვაქცინების სამიტზე, ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის  პროგრამებისთვის დაახლოებით 8 მილიარდი ევრო შეგროვდა.

„შტერნი.დე“ : ადამიანის უფლებათა დამცველები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ,  დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენების გამო სარჩელის შეტანას აპირებენ.

„ზიუდდოიჩე  ცაიტუნგი“:  ბრაზილია, მსოფლიოში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცლილთა რაოდენობის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.

„ელ პაისი“  (ესპანეთი):   ჩინეთში ღამურებზე ასობით ახალი ტიპის კორორონავირუსი გამოვლინდა. კვლევებმა გამოავლინა, რომ ვირუსს ბუნებაში უზარმაზარი მრავალფეროვნება გააჩნია.  

„ელ უნივერსალ“ (მექქსიკა): მექსიკაში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 ათასს გასცდა.

„ლა-ტერცერა“  (ჩილე): ბრაზილიაში, ერთ დღეში კოვიდ-19-ით  გარდაცვლილთა რაოდენობა, 473-ით გაიზარდა.

„ლე სოირი“  (ბელგია):პოლიცია და რასიზმი: საფრანგეთმა უარი უნდა განაცხადოს  რასიზმზე.

„ფრანსე 24“: ვენესუელა:  ერთ-ერთი მინისტრის განცხადებით,  ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო,  კარაკასში საფრანგეთის საელჩოში იმყოფება.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): პანდემიამ მსოფლიო რესურსების გამოყენება სამი კვირით შეაჩერა.

რუსული სააგენტო „ტასი“:    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეარჩია მოხალისეთა პირველი ჯგუფი, რომლებზეც შემოწმდა კორონავირუსის ვაქცინა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“:  მოსკოვის საავადმყოფომ გამოიყენა ახალი ექსპერიმენტული მეთოდი კოვიდ-19-ის დაავადების სამკურნალოდ.

რუსული სააგენტო  „ინტერფაქსი“:  რუსეთში,  მდინარე ნორილსკში დაღვრილი საწვავის გასაწმენდად შესაძლოა მილსადენის აშენება.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები