უცხოური მედია 28.05.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1424884
უცხოური მედია 28.05.2020

„ფრანკფურტ რუნდშუა“: კორონას კრიზისი გერმანიაში: კანცლერმა მერკელმა სწრაფი ნორმალიზების თაობაზე გააფრთხილა.

„ველტ.დე“: კორონას კრიზისი და ეკონომიკა - ევროკომისია 750 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს ამზადებს.

„შპიგელ.დე“:  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 14  ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთში კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოხვედრილი ყოველი  მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): იაპონიის ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა განაცხადა, რომ ევროპის ბოლო ქარხანა, რომელიც ბარსელონაში მდებარეობდა, დახურა.

„ტელესური“ (ვენესუელა):  ვენესუელა და გაერო,  ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით დიდი ბიტანეთის ცენტრალურ ბანში ოქროს ჩადების საკითხზე შეთანხმდნენ.

„ალ-ვათან“  (ქუვეითი):  შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმების დახურვით დაიმუქრა.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“: ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონი), დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთმა  სამხედრო თვითმფრინავები ლიბიაში ხაფთარის ძალების მხარდასაჭერად გაგზავნა. საფრანგეთი, თავის მხრივ, ლიბიაში შესაძლო სირიის სცენარის გამო გაფრთხილებას იძლევა.

„ალ-ქუთს ალ-არაბი“:  საუდის არაბეთში ერთი ქალი აქტივისტი დააკავეს.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): კორონავირუსი: საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი 2020 წლისათვის გაიყინა.

„ლე ფიგარო“  (საფრანგეთი):   შვედეთში, სადაც კარანტინი არ იქნა გამოყენებული, დაღუპულთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

რუსული სააგენტო „ტასი“:  პუტინი: ჩვენ მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებინა  მოსკოვში ეპიდემიის უმძიმესი სცენარები.

 „ლემტა. რუ“:  მოსკოვის მერმა სერგეი საბიანინინმა კარანტინი 14  ივნისამდე გაახანგძლივა.

 „იზვესტია“: საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი: დასავლეთში აკრძალულია კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად რუსეთს მიმართონ.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები