უცხოური მედია 20.05.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1420302
უცხოური მედია 20.05.2020

„ალ-ქუთს ალ-არაბი“:  ტრამპის მუქარა: „თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკასთან ურთიერთობებს არ გამოასწორებს, ორგანიზაციიდან გავალთ“.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი):   ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“:  პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა, ისრაელთან და აშშ-სთან  მიღწეული  ყველა სამშვიდობო შეთანხმება გააუქმა.

„დოიჩე ველე“:    გერმანიიდან,  თურქეთში მოგზაურობის საკითხი, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მასსა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ,  მეჰმეთ ნური ერსოის შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

 „შტერნი.დე“ : მსოფლიო ექიმის ხელმძღვანელი ფრანკ ულრიხ მონტგომერის გაფრთხილება კორონაზე: ევროკავშირის   ტურიზმისთვის საზღვრების ნაადრევი გახსნა,  საშიშია.

 „თაგესშაუ.დე“: ევროკავშირში ახალი საავტომობილო გაყიდვები, აპრილში 76%-ით  შემცირდა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთი, ნორმალიზაციის  პროცესში ყველაზე მკაცრი ზომების მიღებით, თავისი ევროპელი მეზობლებისგან განსხვავდება.

 „ელ მუნდო“ (ესპანეთი):  დღეიდან ესპანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 6 წელს ზემოთ პირბადეების ტარება აუცილებელი  გახდა.

 „ტელესური“ (ვენესუელა): ვენესუელამ საზღვრებზე ჯანდაცვის ცენტრები შექმნა. ჩილედან, ბრაზილიიდან, ეკვადორიდან, პერუდან და კოლუმბიიდან  ქვეყანაში დაბრუნებულები აქ სავალდებულო 14–დღიან კარანტინს გაივლიან.

„ლე ფიგარო“  (საფრანგეთი):  გაერო-ს  განცხადებით, მილიონობით აფრიკელს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება.

 „ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): Renault-ი 4 მთავარი ქარხნის დახურვას გეგმავს,  მათ შორის ქალაქ პჰლენ-სიურ-სენში.

 „ლე სოირი“ (ბელგია):   ბელგიელი  პაციენტების ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ვირუსი მათ სამუშაო ადგილზე გადაედოთ.

„გაზეტა.რუ“: რუსეთში, გამარჯვების დღის მსვლელობა და საკონსტიტუციო რეფერენდუმი  შესაძლებელია 24 ივნისს ჩატარდეს.

 „იზვესტია“: რუსეთის ელჩმა აშშ-ში ტელეარხ,  Bloomberg-ს სთხოვა, რუსეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარჰყოს.

 „ლემტა. რუ“: რუსეთის მთავრობა ვადაზე ადრე საპენსიო ასაკთან დაკავშირებით შესაბამის სამუშაოებს ატარებს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები