უცხოური მედია 12.05.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1415495
უცხოური მედია 12.05.2020

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): კორონავირუსი: იემენის მთავრობამ ადენი დაინფიცირებულ ქალაქად გამოაცხადა.

„ალ-ჯაზირა“: კორონავირუსი:  სპარსეთის  ყურის ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო  აშშ-ში ბოლო ორ კვირაში გარდაცვალების  ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  

„ალ-ჯაზირა“: ბრიტანეთმა უარყო ისრაელის გეგმა, დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსიის შესახებ და გააფრთხილა, რომ ამან შეიძლება ღრმა დარტყმა შექმნას.

„ფრანსე 24“: კოვიდ-19: ევროპა კარანტინიდან გამოდის, ხოლო ვირუსი  ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ხელმეორედ ვრცელდება.

„ლე პარიზიან“  (საფრანგეთი):  როგორ დაძაბა ურთიერთობა ჯანმრთელობის კრიზისმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპეს შორის?

„ლე მონდე“ (საფრანგეთი):  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს,   კოვიდ-19-ის  კოლექტიურ სკრინინგისკენ მოუწოდებს.

გერმანული „t-ონლაინ.დე“: ტურიზმის სეზონის დაწყების წინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღამა,  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა.

„თაგესშაუ.დე“ : კორონას კრიზისი: გერმანიაში ფედერალური მთავრობა  ვაქცინის შემუშავებისთვის 750 მილიონ ევროს გამოყოფს.

„მდრ.დე“ (გერმანია):  კანცლერი ანგელა მერკელი,  ჯანდაცვის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს მადლობას უხდის.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ავიაკომპანიებს არ სურთ ფრენების დროს დატვირთვის მაჩვენებლის შემცირება. კომპანიები აცხადებენ, რომ ეს მათ გაკოტრებამდე მიიყვანს.

„ელ უნივერსალი“  (მექსიკა): ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  (WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო 8 ვაქცინა გამოვლენილია. ასევე არსებობს შეფასებები  100-ზე.

არგენტინული „კლარინი“: არგენტინაში სასწავლო პროცესის განახლებამდე „შეფასების“  პროცესი გაუქმდა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: პეტერბურგში, რეანიმაციაში გაჩენილ ხანძარს სუნთქვის აპარატზე მიერთებული 5 პაციენტი ემსხვერპლა.

რუსული სააგენტო „ტასი“:  რუსეთის მთავრობამ ბავშვიან ოჯახებზე დამატებითი დახმარების მიღების პაკეტი დაამტკიცა.

„ლემტა რუ“:  რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები