უცხოური პრესა 10.04.2020

დღევანდელი უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1395257
უცხოური პრესა 10.04.2020

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: დეაშელების თავდასხმას სირიაში, ასადის რეჟიმის 18 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ელ-ჯეზირე: 14-წლიანი ბლოკადის მიუხედავად, ღაზაში, ორ კვირაში დაასრულეს 1000 საკარანტინო პალატის მშენებლობა

ალქუდს ალარაბი: საუდის არაბეთმა და რუსეთმა, აშშ-ის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ გადაწყვიტეს ნავთობის წარმოების შემცირება

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: კორონავირუსის გამო, იორდანია დღეს დაიწყებს ყოვლისმომცველ საკარანტინო რეჟიმს

გერმანული დოიჩე ველე: საბერძნეთის ლტოლვილთა ბანაკებში კორონავირუსის 28 შემთხვევა დაფიქსირდა

გაზეთი ზეიტი: ავსტრიამ გამოაცხადა, რომ აღდგომის შემდეგ, კორონავირუსის ზომებს შეარბილებენ

დიე ველტი: გამოკვლევით დადგინდა, რომ კატები უფრო ხშირად ინფიცირდებიან კორონავირუსისგან, ვიდრე ძაღლები

ბელგიური ლე სუარი: ნიუ–იორკში, კორონავირუსის შედეგად მსხვერპლის არნახულად გაზრდის გამო, მასობრივი საფლავების  შენება დაიწყეს

ფრანგული ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კორონავირუსის ეპიდემიაზე მომუშავე პროფესორ დიდიე რაულტს ეწვია

ლე პარიზიენი: კარანტინის გამო, ლონდონიდან კერძო თვითმფრინავით ჩამოსულებს, საფრანგეთში შესვლა აეკრძალათ

ესპანური ელ პაისი: კორონავირუსის ეპიდემიამ ესპანეთში 5–ჯერ მეტი სიკვდილი გამოიწვია, ვიდრე 2019 წლის გრიპმა

ელ მუნდო: ევროკავშირმა, კორონავირუსის წინააღმდეგ, ნახევარი ტრილიონი ევროს ღირებულების უსაფრთხოების ქსელის განვითარებისა  და სარეკონსტრუქციო ფონდის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არრეაზამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, უარი თქვა ცალმხრივი და იძულებითი სანქციების მოხსნაზე

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: პუტინმა გასცა განკარგულება, რომ კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგო სამკურნალო პროდუქტები და მედიკამენტების წარმოება გაზარდონ

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთი და საუდის არაბეთი  სხვა ქვეყნებთან, OPEC + ის ახალ შეთანხმებაზე ნავთობის წარმოების შემცირების თაობაზე, შეთანხმდნენ

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან "კარგი" საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საუდის არაბეთის მეფე სალმანთან



მსგავსი ინფორმაციები