უცხოური მედია 27.03.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1386084
უცხოური მედია 27.03.2020

„დოიჩე ველე“:   გერმანია, იტალიიდან და საფრანგეთიდან კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ღებულობს.

ჰანდელსბლატ.დე“: ბუნდესტაგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად  750 მილიარდი ევრო ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა.

 „თაგესშაუ.დე“: კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს გასცდა აშშ-ში ყველაზე კრიტიკული ქალაქლი ნიუ-იორკია.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მან,  ჩინეთსაც გაუსწრო.

"ლა პრენსა" (კუბა):  კუბა,  მსოფლიოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.  

„ელ მერკურიო“ (ჩილე): აშშ აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაში სდებს ბრალს და მის დასაკავებლად ჯილდოს აწესებს.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): კორონავირუსი: ერთ მილიონზე მეტმა ფრანგმა ერთ კვირაში პარიზის რეგიონი დატოვა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): კორონავირუსი: ქლოროქსინის პრეპარატი ექიმის დანიშნულებით გაიცემა.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): 16 წლის ასაკში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცლილი ჟულის უფროსი და აცხადებს, რომ ხსენებული ეპიდემიისგან დაცული არავინ არის.

რუსული სააგენტო „ტასი“: რუსეთმა დღეიდან, რეგულარული და ჩარტერული საერთაშორისო ფრენები მთლიანად დახურა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის გენერალური დირექტორი აცხადებს: რუსეთი მთავარ როლს შეასრულებს კოვიდ-19-ზე გამარჯვებაში.

„იზვესტია“: უზბეკეთში კოვიდ-19-ის პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:   კორონავირუსის გამო იორდანიამ ქალაქ ირბიდში კარანტინა გამოაცხადა.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): ერაყი:  ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანეზონის ტერიტორიაზე, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

„ვათანი“ (ომანი): ომანის სასულთნო: ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები