უცხოური პრესა 25.03.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1384617
უცხოური პრესა 25.03.2020

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია:  კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ქუვეითში, ომანსა და სუდანში, ხოლო  პირველი გარდაცვალება მოხდა საუდის არაბეთში

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: კორონავირუსის გამო “სახლში დარჩი“ მოთხოვნას მთელს მსოფლიოში 2,6 მილიარდი კაცი ემორჩილება

ალ ჯეზირა: ვირუსები ინდივიდუალურად არ მოდის: ჩინეთში, კორონავირუსის შემდეგ, ახლა ჰანტავირუსიც გამოჩნდა, რომელიც თაგვებიდან ვრცელდება

გერმანული დოიჩე ველე:  გერმანიის მიერ გადაუდებელი საჭიროებისათვის შეკვეთილი 6 მილიონი ნიღაბი, დაიკარგა. სავარაუდოდ, ეს ნიღბები კენიაში დაიკარგა

ტაგესშაუ;დე: 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა, 2021 წლისათვის გადავადდა

ჰანდესბლატ.კომ: ეკონომისტების შეფასებით, კორონავირუსის შედეგად გერმანიის ეკონომიკა მინიმუმ ნახევარი ტრილიონი ევროს ზარალს მიიღებს, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს

ესპანური ელ პაისი: ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 41900 კაცი, დაიღუპა 2937

არგენტინული ელ კლარინი: არგენტინაში აღმოჩენილია კოვიდ-19 86 ახალი შემთხვევა. ამით საერთო ინფიცირებულთა რაოდენობამ 387 კაცს მიაღწია

კოლუმბიური ელ ტემპო: ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროს აზრით,  კოვიდ -19 არის მარტივი გრიპი და გააკრიტიკა სახლში დარჩენის მოთხოვნა

ფრანგული ფრანსე 24: ჩინეთმა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ჰუბეის პროვინციაში მოხსნა

ლე ფიგარო: კორონავირუსის გავრცელებას ესპანეთში ვეღარ აკონტროლებენ

ლე მონდე: სახლებში საკარანტინო რეჟიმის დაწყების შემდეგ,  პარიზის ილ-დე-ფრანსეს რეგიონში, ჰაერის დაბინძურება და ნახშირორჟანგი გამოყოფა შემცირდა


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #მედიის , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები