უცხოური პრესა 20.03.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1381767
უცხოური პრესა 20.03.2020

 

არაბული გაზეთი ელქუდს ელარაბი: საუდის არაბეთი, კორონავირუსის საფრთხის გამო, აჩერებს ქააბაში ყოფნას და ლოცვას

ელჯეზირე.ნეტ: კორონავირუსს აშშ-ი სტაგნაციისკენ მიჰყავს, ხოლო იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვში ჩინეთისას სჭარბობს

ელვათანი: სუდანში კორონავირუსის შემთხვევა 21-მდე გაიზარდა

გერმანული დოიჩე ველე: ანკარა კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს აფართოებს

ბილდ.დე: ტრამპმა,  კორონავირუსის გამო გააუქმა G7- სამიტი და იგი ჩატარდება ვიდეო კონფერენციის მეთოდით.

არდ.დე: ყოველ მეორე გერმანელს კორონავირუსის შიში აქვს

ესპანური ელ პაისი: ესპანელების უმრავლესობას, კრიზისის გამო სამუშაოს დაკარგვის ეშინია

ელ მუნდო: კორონავირუსის შემთხვევების მასიურად გაზრდის გამო, ესპანეთი ემზადება იზოლაციის გასაგრძელებლად

არგენტინული ინფობაე: არგენტინის მთავრობამ, 31 მარტამდე ქვეყანაში სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა

ფრანგული ლე მონდე: პრეზიდენტი მაკრონი ჩივის, რომ მის გაფრთხილებას ფრანგების ერთი ნაწილი  სერიოზულად არ უდგება

ლე ფიგარო: საფრანგეთში ყველაზე მეტად პარიზის რეგიონი დაინფიცირდა

ბელგიური ლე სუარი:  ვირუსოლოგ მარკ ვან რასტის თქმით, ეს დაავადება დაახლოებით ათ კვირას გაგრძელდება

რუსული რია ნოვოსტი: რუსეთმა დაიწყო კოვიდ-19 ვაქცინის ტესტი

ტასსი: ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal-ის აზრით, მსოფლიო ნავთობის ბაზრის დასამშვიდებლად, აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს რუსეთს

იზვესტია:  ექსპერტები აფრთხილებენ, რომ სამყარო უფრო საშინელი ინფექციის წინაშე აღმოჩნდება


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #მედიის , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები