უცხოური პრესა 19.03.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1381023
უცხოური პრესა 19.03.2020

ბაჰრეინული გაზეთი ალ-ეიამი: პალესტინის პრემიერ მინისტრი მუჰამედ ისთიაია,  კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად  ახალ ნაბიჯებს აცხადებს

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი კაცობრიობის მტერი გახდა

კატარული ალ რაია ალ კატარია: კორონავირუსის გამო, ისრაელმა ევროპის 5 ქვეყანაში საელჩოები დახურა

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიაში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

ჰანდელსბლატ.კომ: ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკაში დაწყებულ რეცესიასთან კორონავირუსის ეპიდემიის შეერთებას  წარსულში ანალოგი არ გააჩნია და ამიტომ ამ მდგომარეობამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკა

ტაგესშაუ.დე: ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ 24 მარტიდან, ე.ი. სამშაბათიდან,  ყველა ფრენას გააუქმებს

ფრანგული ლე მონდე: კორონავირუსის გამო, ევროპის ცენტრალური ბანკი, ბაზრების დასამშვიდებლად გადაუდებელ გეგმებს განახორციელებს

ლე პარიზიენი: საფრანგეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული ათასამდე კაცი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა

შვეიცარიული ლე ტემპსი: შვეიცარიაში ელექტრონული ვაჭრობა დიდ ზრდას განიცდის

ესპანური ელ პაისი: მადრიდში, კორონავირუსით ერთ დღეში 88 კაცი დაიღუპა

ელ მუნდო:  ეპანეთის მეფე  ფილიპე მეექვსის განცხადებით, ვირუსს დაამარცხებენ და ამ ბრძოლიდან უფრო გაძლიერებულნი გამოვლენ

არგენტინული კლარინი: არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი დღეს გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საკარანტინო მდგომარეობა, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციაც

რუსული როსიისკაია გაზეტა: მოსკოვმა,  კორონავირუსის პრევენციისათვის, შეიძლება შემზღუდველი ზომები გამოაცხადოს

იზვესტია: გავრცელებული ინფორმაციები, რომ თითქოსდა მოსკოვში ქუჩაში გამოსვლა აიკრძალება, უსაფუძვლოა

საინფორმაციო სააგენტო რეგნიუმი: კორონავირუსმა რუსეთში შეიძლება ახალი სამუშაო ადგილები გააჩინოს

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #მედიის , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები