უცხოური პრესა 03.03.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1370911
უცხოური პრესა 03.03.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

ბრიტანეთში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „ალ-შარქ ალ-ავსატი“: გაერო ამცირებს შეხვედრებს კორონავირუსის გამო.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): კორონავირუსით დაავადებული ადამიანების საერთო რიცხვმა არაბულ 11 ქვეყანაში 165-ს მიაღწია.

„ვათანი“ (ომანი): ომანის სასულთნომ არაბთა ლიგის თავმჯდომარეობა გადაიბარა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ახალი ტიპის კორონავირუსი გრიპიზე მეტად გადამდები და ბევრად უფრო ლეტალურია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ამინდის დათბობასთან ერთად შემთხვევების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.

„ელ უნივერსალი“ (მექსიკა): ქალს, რომელიც კორონავირუსით დაავადების მიუხედვად ტესტები ორჯერ უარყოფითი არმოაჩნდა, ტეხასის შტატში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უვლია.

„ლა რაზონი“ (ბოლივია): ბოლივიამ და ესპანეთმა თავიანთი პრობლემები უკან ჩამოიტოვეს და ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაიწყეს.

„დოიჩე ველე“: გერმანია ხსნის კარს კვალიფიციური მუშახელისთვის.

„არდ.დე“: საბერძნეთი (მიგრანტების) წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.  

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: კორონავირუსის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკაში.

„როსისკაია გაზეტა“: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ბალტიის ქვეყნებისთვის.

„რბკ“: ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმა მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა.

„ლენტა.რუ“: ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რუსეთს წარადგენს ჯგუფი Little Big

„ლე ფიგარო“: კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საფრანგეთში 191 – მდე, სამხრეთ კორეაში 5000 – მდე გაიზარდა.

„ფრანსე 24“: კანონის 49-3 ამოქმედების შემდეგ (ეს კანონი პარლამენტის დამტკიცების გარეშე მთავრობის მიერ შედის ძალაში) საპენსიო რეფორმების მოწინააღმდეგეებმა დემონსტრაციების ჩატარების მოწოდება გააკეტეს.

„ლე სოირი“ (ბელგია): ბელგიელებმა კორონავირუსის გამო დაიწყეს საკვების მარაგის გაზრდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები