უცხოური მედია 28.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1368291
უცხოური მედია 28.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი:  კორონავირუსი აგრძელებს გავრცელებას მთელს მსოფლიოში. იგი უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სოლემან სოილუს განცხადებით, დღემდე დეპორტაცია გაუკეთეს 7918 ტერორისტს მსოფლიოს 102 ქვეყნიდან

ბაჰრეინული ელ-ეიამი: იდლიბში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უსაფრთხოების რიგგარეშე შეხვედრა გამართა

გერმანული დოიჩე ველე: იდლიბში შეჰიდი გახდა 33 თურქი ჯარისკაცი

ველტ.დე: თურქეთს სირიიდან ახალი ლტოლვილები აღარ უნდა

ბილდ.დე: მერკელის პარტია გაბრაზებულია იმის გამო, რომ კანცლერი დუმს იმ პრობლემების წინაშე, როგორიცაა მთავრობის კრიზისი და კორონავირუსი

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის აფთიაქებში, დღეში 80,000 ნიღბის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია

არგენტინული ინფობაე: ისრაელის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი "რამდენიმე კვირაში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დაამზადებენ

ფრანგული ლე ფიგარო: კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მატულობს, ფრანგი სპეციალისტები იხილავენ პარიზის როისის აეროპორტის დახურვას

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსის გავრცელება მთელ მსოფლიოში გრძელდება. იგი აღმოაჩინეს უკვე სუბ-საჰარის აფრიკაშიც

რუსული რია ნოვოსტი: კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელორუსიაში

ტასი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილმა  ორმა კრეისერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები გაიარეს და ხმელთაშუა ზღვაში შევიდნენ

ლენტა.რუ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რუსეთის აგრესიულ მიდგომას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარი დაუჭირა



მსგავსი ინფორმაციები