უცხოური მედია 10.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1356362
უცხოური მედია 10.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი, ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი: ჩინეთი 43 მილიარდ დოლარს მისცემს იმ კომპანიებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: ყატარი ქუვეითს, 15 წლის განმავლობაში თხევად ბუნებრივ გაზს მიაწვდის

ლიბანური ალ მუსტაკბალი: თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, ისინი არ მიიღებენ ე.წ. “სამშვიდობო გეგმას.”

გერმანული დოიჩე ველე: თურქეთი სირიის იდლიბის რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნის

ფოკუსი: ქარიშხალმა "საბინემ", რომლის სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია, გერმანიაში ყოველდღიური ცხოვრების პარალიზება მოახდინა

შპიგელ.დე: ოსკარის პრემია ყველაზე საუკეთესო ფილმისათვის პარაზიტმა მიიღო

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის მთავრობა შორდება ფრანგულ-გერმანულ ღერძს და აძლიერებს კავშირებს იტალიასთან

ელ მუნდო: კორონავირუსი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩინეთში მოქმედ ესპანურ კომპანიებზე

არგენტინული კლარინი:  არგენტინის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის ვატიკანში მოგზაურობისას ყველაზე საკამათო საკითხს აბორტის კანონი წარმოადგენდა

ფრანგული ლე ფიგარო: ბომბი საფრთხის ტალღამ მოსკოვი შეარყია

ფრანსე 24: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მიდიან ჩინეთში, სადაც კორონავირუსისგან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინასთან ორმხრივი ელჩების დანიშვნას

იზვესტია: რუსეთის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ შეიქმნას სტრატეგიული მარაგი სამედიცინო ნიღბისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონა ვირუსი გავრცელდება რუსეთში

ლენტა.რუ: თაღლითებმა, რუსების საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვის ახალი გზა იპოვნეს


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მედიის , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები