უცხოური პრესა 06.02.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1354444
უცხოური პრესა 06.02.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ ქუდუს ალ არაბი“: ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში პალესტინის ობიექტები დაბომბეს.

„ალ ჯაზირა“: კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. ჩინეთში და მსოფლიოში კარანტინი სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად ფართოვდება.

„ალ ჯაზირა“: ერდოღანის მიერ დამასკოსთვის ვადის მიცემიდან საათების შემდეგ სირიის რეჟიმის ძალებმა სარაკიბს შეუტიეს. თურქეთმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.

„დოიჩე ველე“: სირიის კრიზისი: ერდოღანმა ასადს ჯარების გაყვანა მოსთხოვა.

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: თურქეთის აღმოსავლეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): კატალონიაში ახალი საცხოვრებლის ფასები 2019 წელში 4.6% -ით გაიზარდა.

„ინფობაე“ (არგენტინა): აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო ვენესუელელი ოპოზიციონერი ხუან გუაიდიო.

„ტელესური“ (ვენესუელა): ნიკარაგუამ კიბოსთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი გამოაცხადა.

„ლე ფიგარო“: დღეს საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციებია მოსალოდნელი.

„ლე მონდი“: დონალდ ტრამპი გაამართლეს.

„ლე პარიზიენ“: ჰოლივუდში ერთ-ერთი ბოლო ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი გარდაიცვალა.

რუსული პორტალი „ლენტა.რუ“: პუტინმა თქვა, რომ მთავრობას არ აქვს დრო მოთელვისთვის.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: გაზეთი "იზვესტია" წერს, რომ საცხოვრებლის ფასები შეიძლება 25% -ით გაიზარდოს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთის საელჩოს ცნობით, იაპონიაში საკრუიზო გემზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები